კომუნიკაციების კომისიას სასამართლოს გზით ბანკებიდან ამონაწერის გამოთხოვნა შეეძლება - არჩილ გორდულაძე ცვლილებებს განმარტავს

კომუნიკაციების კომისიას სასამართლოს გზით ბანკებიდან ამონაწერის გამოთხოვნა შეეძლება - არჩილ გორდულაძე ცვლილებებს განმარტავს

კომუნიკაციების კომისიას სასამართლოს გზით ბანკებიდან ამონაწერის გამოთხოვნა შეეძლება. შესაბამისი ცვლილებები კანონპროექტის სახით დარეგისტრირდა პარლამენტში.

„გარე საქმიანობიდან გამომდინარე, როგორც მოგეხსენებათ, მედიის საქმიანობაში ჩარევა აკრძალულია. ამის პრევენციისთვის შეიქმნება და კომუნიკაციების კომისიას საშუალება ექნება მიმართოს სასამართლოს, დაასაბუთოს მოთხოვნა. პირველი ინსტანციის სასამართლო 14 დღის ვადაში მიიღებს გადაწყვეტილებას, რომლის შემდეგაც მაუწყებელს ოთხდღიანი გასაჩივრების ვადა ექნება, სააპელაციო სასამართლო 10 დღის ვადაში გასცემს თანხმობას ბანკებიდან, მიკრო ბანკებიდან საბანკო გადარიცხვების შესახებ ინფორმაციის გაცემაზე. ეს კიდევ ერთხელ შეუწყობს ხელს დარღვევების პრევენციას“, - აცხადებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე.