გურამ მაჭარაშვილი „ფარას“ ანალოგზე: როდესაც ამა თუ იმ სახელმწიფოში რაღაც კარგი და მისაღებია, საქართველოსთვის იგივე მიუღებელია, იმიტომ რომ აქ არ მოსწონთ ეროვნული ხელისუფლება

გურამ მაჭარაშვილი „ფარას“ ანალოგზე: როდესაც ამა თუ იმ სახელმწიფოში რაღაც კარგი და მისაღებია, საქართველოსთვის იგივე მიუღებელია, იმიტომ რომ აქ არ მოსწონთ ეროვნული ხელისუფლება

როდესაც ამა თუ იმ სახელმწიფოში რაღაც კარგი და მისაღებია, საქართველოსთვის იგივე მიუღებელია, იმიტომ რომ აქ არ მოსწონთ ეროვნული ხელისუფლება, - განაცხადა მედიასთან პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა,.

„თურმე საქართველოში არ არის კარგი გამჭვირვალობის კანონი, რაც მოქმედებს ამერიკაში, და თურმე კარგია შვედეთში, რადგან შვედეთმა უნდა იცოდეს უცხოეთიდან რა ფული და როგორ მოედინება. იმავეს ვამბობთ ჩვენც - თუ შვედეთისთვის გამჭვირვალობა კარგი და აუცილებელია, საქართველოსთვისაც - კარგი და აუცილებელია. ეს არის ზუსტად ორმაგი სტანდარტი, რომელსაც ქართველი ხალხი კარგად ხედავს“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

შვედეთმა საქართველოში „ფარას“ ანალოგის მიღება გააკრიტიკა და რეპრესიულ კანონად მოიხსენია.

შვედეთის მთავრობა აპირებს შეიმუშაოს წესები, რომლითაც ანტიდემოკრატიული მიზნების მქონე საქმიანობის უცხოური დაფინანსება აიკრძალება.