დიმიტრი მედვედევი
დიმიტრი მედვედევი
ფოტო: Getty Images
რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი, უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი უკრაინას რუსულ აეროდრომებზე მასირებული შეტევის გამო შურისძიებით ემუქრება.
„ყველას, ვინც განიცდის და შურისძიებას ელის. განცდა საჭიროა - ეს ნორმალური ადამიანის თვისებაა. შურისძიება გარდაუვალია. ამასთან ერთად, უნდა გვახსოვდეს: 1. ჩვენი არმია აქტიურად მიიწევს წინ და ამას გააგრძელებს. რაც უნდა აფეთქდეს, დაუყოვნებლივ აფეთქდება, ხოლო ის, ვინც უნდა განადგურდეს - გაქრება; 2. სტამბოლში მოლაპარაკებები საჭიროა არა ვიღაცის მიერ გამოგონილი არარეალური პირობებით კომპრომისული მშვიდობისთვის, არამედ ჩვენი სწრაფი გამარჯვებისთვისა და ნეონაცისტური ხელისუფლების სრული განადგურებისთვის“, - დაწერა მედვედევმა „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე.
მისი თქმით, ამ პირობების შესრულებას ეხმიანება უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მემორანდუმის ტექსტი, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა.
ცნობისთვის, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა 1 ივნისს რუსეთის სამხედრო აეროპორტებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა. უკრაინული მხარე 40 განადგურებული ბომბდამშენზე საუბრობს.