ზაალ ანჯაფარიძე:

ზაალ ანჯაფარიძე: "სააკაშისტები", რა თქმა უნდა, ამასაც გაამართლებენ, იტყვიან, ასე იყო მაშინ საჭიროო - ამის მერე, დღევანდელი ციხეების შემხედველი ვის უნდა მოუბრუნდეს ენა, რომ ქვეყანაში დიქტატურაზე ილაპარაკოს

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრების ხონის ყოფილ N13 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვიზიტს, სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ სააკაშვილის მიმდევრები ამასაც გაამართლებენ და იტყვიან, რომ მაშინ ასე იყო საჭირო.

ანჯაფარიძის თქმით, ამ კადრების ნახვის და დღევანდელი ციხეების შედარების შემდეგ, ვის უნდა მოუბრუნდეს ენა, რომ ქვეყანაში დიქტატურაზე ისაუბროს. მისივე განცხადებით, ვინც მაინც ლაპარაკობს დიქტატურაზე, ის ხალხი, ციხის საკანში საკაბელო არხების ყურებით ერთობა და ხელბორკილით მიჯაჭვულს არ სძინავს. 

"აქ უკვე კომენტარებიც კი რთულია, "სააკაშისტები" რა თქმა უნდა ამასაც გაამართლებენ. იტყვიან ასე იყო მაშინ საჭიროო. ეს ხომ ყველა დიქტატორის და ავტოკრატის მთავარი არგუმენტია. ამის მერე, დღევანდელი ციხეების შემხედველი ვის უნდა მოუბრუნდეს ენა რომ ქვეყანაში დიქტატურაზე ილაპარაკოს. ვინც ლაპარაკობს, იმას ციხის საკანში ტელევიზორი უდგას და საკაბელო არხების ყურებით ერთობა და ლოგინზე ხელბორკილით მიჯაჭვულს არ სძინავს," - წერს ანალიტიკოსი სოციალურ ქსელში.