„დემოკრატიის შუქურას“ ჯერ განთავისუფლებას და მერე ხელისუფლებაში დაბრუნებას რომ ითხოვენ ჩვენი დაუძინებელი უცხოელი "მეგობრები," ან ქართული „ფარა“-ში ადამიანის უფლებების დარღვევა-შეზღუდვას რომ ხედავენ, ხონის ციხის კადრების ნახვა არ აინტერესებთ? – წერს სოციალურ ქსელში „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი.
მისივე თქმით, ვერც იმ არასამთავრობოებს იხსენებს პატიმრების წამებით, აღშფოთებულ-შეშფოთებულებს, დღეს რომ ელემენტარულად თავიანთ ფინანსური გამჭვირვალობის გასაჯაროება არ სურთ და ჩვენი უფლებები ირღვევაო ამბობენ. მანვე აღნიშნა, რომ „ნაცმოძრაობის“ დაბრუნება არათუ აღარასოდეს უნდა განმეორდეს, არამედ ამ მწამებლების მხარდამჭერებს, მინიმუმ ხონის ციხის კადრების იძულებით ყურება უნდა მიუსაჯო ყოველ საღამოს.
„„დემოკრატიის შუქურას“ ჯერ განთავისუფლებას და მერე ხელისუფლებაში დაბრუნებას, რომ ითხოვენ ჩვენი დაუძინებელი უცხოელი "მეგობრები," ან ქართული „ფარა“-ში ადამიანის უფლებების დარღვევა-შეზღუდვას რომ ხედავენ, ხონის ციხის კადრების ნახვა არ აინტერესებთ? ან რატომ უნდა აინტერესებდეთ, ნომერი პირველი თუ არა მეორე ტერორისტი ანდერს ბრეივიკი, ხომ ჰყავთ კარგად, რამე ხომ არ უჭირს, ტრენაჟორის გარდა, ახლა თუთიყუშებიც მოუყვანიათ მისთვის, აღარაფერს ვამბობ თეთრი და შავი შოკოლადის ნაირსახეობებზე. მისი უფლებები ხომ არ ირღვევა ნორვეგიის მკაცრ საპყრობილეში?! ხონის ციხეში კი კალენდარიც არ ჰქონდა მსჯავრდადებულებს, კედელზე ხაზების გავლებით ხვდებოდნენ, რომელი თვე და წელი იყო, ლოცვის წაკითხვაც კედელზე დაწერილი სიტყვებით თუ შეეძლოთ. ვერც იმ არასამთავრობოებს ვიხსენებ პატიმრების წამებით, აღშფოთებულ-შეშფოთებულებს, დღეს რომ ელემენტარულად თავიანთ ფინანსური გამჭვირვალობის გასაჯაროება არ სურთ, ჩვენი უფლებები ირღვევაო, რომ ამბობენ. ხონის მაშინდელ ციხეში კი მწამებელ რეჟიმს ადამიანის უფლებების დარღვევა კი არა ადამიანებად არ მიჩნევა ჰქონდათ პატიმრებისთვის განსაზღვრული. ამ ხალხის დაბრუნება უნდათ? რისთვის, მინიმუმ იგივე ხონის ციხე რომ მოუწყონ მის ხალხს? ეს, არათუ აღარასოდეს უნდა განმეორდეს, ამ ყველაფრის, მწამებლების მხარდამჭერებს, მინიმუმ ხონის ციხის კადრების იძულებით ყურება უნდა მიუსაჯო ყოველ საღამოს“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.