ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ საქმე გაქვს უპრინციპოებთან, უპასუხისმგებლო, ორმაგი სტანდარტის და უხო ქვეყნის პატრონებისგან დაკვეთის მომლოდინე რაღაც ჯგუფთან, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ ოპოზიციაზე საუბრისას.
„იხილეს რა, რომ ამ საპარლამენტო ბოიკოტმა ვერ გაამართლა, ნაწილი ფიქრობს, რომ საერთოდ რომ არ გავქრეთ მივიღოთ მონაწილეობა არჩევნებში, რადგან დაკვეთა მოუვიდათ. რაც შეეხება „კარენოი“ „ნაცებს“, ალბათ ისინი ჩამოწერეს მათმა პატრონებმა, რადგან იმდენად უსუსურები არიან, რომ თვითონაც კი გააზრებული აქვთ ეს ყველაფერი და საკუთარი პარტიის ოფისი გაყიდეს.
ისინი ერთი წამითაც არ მოქმედებენ ქართველი ხალხის ინტერესების შესაბამისად. პირველივე დღიდან ისინი იყვნენ დირექტივების მომლოდინენი. ზოგი რუსეთიდან იმართება და ფულსაც იქიდან იღებს, ზოგი ე.წ. დასავლური ბიუროკრატიიდან, ზოგი საიდან და ზოგი საიდან. სიღრმეებში რომ შევიდეთ სამხრეთიც და აღმოსავლეთიც შეიძლება აღმოვაჩინოთ დაფინანსებაში.
საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, ყველა სახელმწიფოს აქვს ინტერესი, რომ აქ თავისი აგენტურა ჰყავდეს დასმული და შესაბამისად რაც ჩვენ ვნახეთ ეს იყო აგენტურის ამბოხი. ბელადი ჩასვეს არაჟნებში, ეს მშიშარა კაცი და ისე შემოვიდა, იმხელა დაკვეთა იყო, ვერ გაამართლა. ახლა გადაინაცვლეს უკვე მორიგ ოპერაციაზე, მაიდანის მოწყობა მოინდომეს აქ, ახალგაზრდები გამოიყენეს და დღემდე გრძელდება ეს სიგიჟეები, რაც ხდება.
ჩვენ დავუპირისპირეთ ის, რომ ქართველ ხალხს ინფორმაცია მივეცით, მეტად ავუხსენით და მივიღეთ გამჭვირვალობის კანონი, რასაც შემდეგ რუსული დაარქვეს. იმას, რასაც ჩვენ ვამბობდით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ახლა სხვა ევროპული სახელმწიფოები ამ მოტივით და არგუმენტით კიდევ უფრო გამკაცრებულ კანონებს იღებენ.
ოპოზიციონერები მიხვდნენ რა, რომ სალომე ზურაბიშვილი, რომელიც აქ დასვეს მათი წინააღმდეგობის ლიდერად, ვერ ამართლებს“, - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.