ADB-ის მდგრადი პოლიტიკის მრჩეველი: საქართველოში წარმატებული სტაბილურობა გაქვთ, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა დაბალმა ინფლაციამ და მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ

ADB-ის მდგრადი პოლიტიკის მრჩეველი: საქართველოში წარმატებული სტაბილურობა გაქვთ, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა დაბალმა ინფლაციამ და მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ

ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ საქართველოში ძალიან დაბალი ინფლაცია გაქვთ, ეკონომიკური ზრდა კი მაღალი. ასე რომ, წარმატებული სტაბილურობა გაქვთ, გაცვლითი კურსის და სავალუტო ბარიერების მხრივ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. იმედია, გააგრძელებთ მაღალ ეკონომიკურ ზრდას, აღმშენებლობას და ბევრ ქვეყანასთან გაღრმავებულ ეკონომიკურ ინტეგრაციას, - განაცხადა აზიის განვითარების ბანკის მდგრადი პოლიტიკის მრჩეველმა საიური შირაიმ ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში გამართულ მასშტაბურ საერთაშორისო კონფერენციაზე.

როგორც ADB-ის მდგრადი პოლიტიკის მრჩეველმა აღნიშნა, მსოფლიო არენაზე დრამატული ცვლილებების ფონზე ევროპა იაპონიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ბაზარი ხდება, რაც მისი შეფასებით მომავალი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წინაპირობა შეიძლება გახდეს.

„იმედი მაქვს, ერთმანეთს უკეთ გავიცნობთ, ვფიქრობ, ევროპა იაპონიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ბაზარი ხდება. იმედია, მეტს ვისაუბრებთ და გვექნება პირდაპირი უცხოური ინვესტიციები“, - აღნიშნა მან.

ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.