კახა კალაძე: პოლიტიკოსის სტატუსი არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცას არ აქვს უფლება, დაგიბაროს და კითხვები დაგისვას

კახა კალაძე: პოლიტიკოსის სტატუსი არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცას არ აქვს უფლება, დაგიბაროს და კითხვები დაგისვას

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ პოლიტიკოსი ვალდებულია, პარლამენტში გამოცხადდეს და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან კითხვებს უპასუხოს.

კახა კალაძემ პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ პოლიტიკოსებს საზოგადოების წინაშე უფრო მეტი პასუხისმგებლობა აკისრიათ.

„როდესაც პარლამენტში გიბარებენ, რომ კონკრეტულ კითხვებს გასცე პასუხები და თავს არიდებ, არ მიდიხარ, რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება რეაგირება, რადგან კომისიაზე არგამოცხადების შემთხვევაში, კანონში კონკრეტულად არის გაწერილი თუ რა ქმედებები უნდა განხორციელდეს ასეთ დროს.

პოლიტიკოსის სტატუსი არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცას არ აქვს უფლება, დაგიბაროს და კითხვები დაგისვას. პოლიტიკოსის სტატუსი ვერ იქნება ამ ყველაფრის მფარველი და ფარი. პირიქით, ჩვენ, პოლიტიკოსებს უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვაკისრია ხალხის, საზოგადოების წინაშე. როდესაც დგამ ისეთ ნაბიჯს, რომელიც თავიდანვე იცი, რომ კანონით დასჯადია, მაშინ უნდა იყო შეგუებული იმაზეც, რომ სახელმწიფო შესაბამის რეაგირებას მოახდენს ამ ყველაფერზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.