კოლექტიური რასა იუკნევიჩიენეს, ამერიკაში კი კოლექტიური ჯო უილსონის განცხადებები ჩვენთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის ნაკლებად საინტერესოა, რადგან ყველამ კარგად ვნახეთ მათი სახე - ვისაც ეყრდნობიან ისინი აქ, იმ მოძალადე რეჟიმის წარმომადგენლები არიან, რომლებიც ახლა სხვადასხვა ფლანგზე ცდილობენ, როგორღაც თავი გაიცოცხლონ, - განაცხადა გადაცემაში „იმედის LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ.
იგი საქართველოს მიმართ სანქციების საჭიროების შესახებ ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს განცხადებას გამოეხმაურა. კირცხალიამ „კოლექტიური რასა“ უწოდა ყველა მოქმედ თუ ყოფილ ევროპარლამენტარს, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ გამოსვლებით გამოირჩევიან.
„ეს ის პოლიტიკოსები არიან, ზოგი - მოქმედი, ზოგი - ყოფილი, რომლებიც აქ პირდაპირ ანტისამთავრობო გამოსვლებში იღებდნენ მონაწილეობას. პირდაპირ მიზანმიმართულად არიან დაკავებული, თამამად და ღიად ვიტყვი - ევროკავშირისა და ზოგადად, ევროპის დისკრედიტაციით. თუ არა ორმაგი სტანდარტი, პირდაპირ შეურაცხყოფას აყენებენ იმ ფასეულობას, რომელ ფასეულობაზეც დგას ევროპა - ყოველ შემთხვევაში იდგა ევროპა.
რაც შეეხება მათ განცხადებებს, კოლექტიური რასას, ამერიკაში კოლექტიური ჯო უილსონის განცხადებები ჩვენთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის ნაკლებად საინტერესოა, რადგან ყველამ კარგად ვნახეთ მათი სახე - ვისაც ეყრდნობიან, ისინი აქ - იმ მოძალადე რეჟიმის წარმომადგენლები არიან, რომლებიც ახლა ცდილობენ, სხვადასხვა ფლანგზე როგორღაც თავი გაიცოცხლონ. ასე, რომ მათი განცხადებები ჩვენთვის მნიშვნელოვანი არ არის. არ უნდა იყოს საინტერესო [განცხადებები] არც ერთი ობიექტური დამკვირვებლისთვის.
რომელ უკუსვლაზეა საუბარი - უბრალოდ სასაცილოა და ღიმილის მომგვრელი! კვირა არ გადის, რომ კვლევა კვლევაზე იდება და ცხადდება თითოეული მიმართულებით ჩვენი ქვეყნის მოწინავე პოზიციაზე ყოფნა. რომელი ერთი ჩამოვთვალო - ეკონომიკური, დემოკრატიის, სასამართლო თავისუფლების, მედია თავისუფლების გამოხატვის თავისუფლება. საერთაშორისო ავტორიტეტული ინსტიტუტები კვირიდან კვირამდე აქვეყნებენ კვლევას, სადაც მოწინავე პოზიციაზე ვართ. არც ვახსენებ კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებს, არამედ წამყვან ევროპულ ქვეყნებში ვართ მოწინავე ადგილზე“, - განაცხადა კირცხალიამ.
რა ეკუთვნის ომში ქვეყნის მოღალატე სააკაშვილს, მერაბიშვილს, უგულავას? რა ეკუთვნის ოცნებიდან მეცოცხეებში გადასულ კუჭის მონებს გუბაზს, არმაზს, მ დუმბაძეს ...? ღორის, თუ სხვა რამის თავი?
გუბაზის წიწილამ - "ზარქუამ უნდა აიტანოსო" რაც მამამისს არაკაცობა ჩაუდენია, მაგის ატანას მამაშვილი, გორდა და მთელი მათი ტაშისმკვრელები არ ეყოფა