ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა სასულიერო პირებთან ერთად წირვა წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ მეუფე იაკობმა მრევლს ქადაგებით მიმართა, ტაძარში შეკრებილებს დღევანდელი დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ ქვეყანამ სამშობლოს ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იხელმძღვანელოს.
„რატომ არის საქართველოზე ასე გადაკიდებული არამარტო ვთქვათ, ჩრდილოელი მეზობელი, არამედ დასავლეთიც, რა მოხდა ცოტა ხნის წინ? რას გვერჩიან? - ჩატარდა არჩევნები და ღვთის მადიდებელმა ხალხმა ვთქვით, რომ ღმერთი უპირველესია, ოჯახი უპირველესია ჩვენთვის. არავისგან არ მოვიწონებ, ვინც საქართველოს უდიერად ექცევა. ჩემთვის არ არის ავტორიტეტი ის, ვინც საქართველოს დაუპირისპირდება. ჩვენ ვართ ქართველები და ჩვენი თავის ფასი უნდა ვიცოდეთ. შეხედეთ, როგორი ძალადობაა [საქართველოს მიმართ] - ცალკე 20% წაგვართვეს, ცალკე ავიღოთ მოძალადე ევროპარლამენტარები, რომლებიც არასწორს ლაპარაკობენ, მაგრამ ვერავინ ვერაფერს დაგვაკლებს“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.