ფარას საკანონმდებლო სივრცე შექმნის იმის გარანტიებს, რომ ყველა შემოდინებული თანხა საქართველოში იყოს გამჭვირვალე და ყველა, ვინც არ დაემორჩილება კანონს, ამოქმედდება ის რეგულაციები, რაც არის საკანონმდებლო სივრცით გათვალისწინებული, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.
მისი თქმით, ეს ხელს შეუწყობს სუვერენიტეტის გაძლიერებას ჩვენს სახელმწიფოში.
„რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამჭვირვალე იყოს საქართველოში გახარჯული თანხები. ყველა ვალდებულია, ვისაც კი ეხება ფარას ეგრეთ წოდებული საკანონმდებლო სივრცე, იყოს ამ კანონთან მისადაგებული და წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია საკუთარ დაფინანსებასთან დაკავშირებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბუნებრივია, რომ იმისთვისაც არის კანონმდებლობაში სანქციები გათვალისწინებული, რომ ნებისმიერ ამ კუთხით დაუმორჩილებელ პირთან მოხდეს ამ სანქცირების ამოქმედება“, - აცხადებს მათიკაშვილი.
უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონი ძალაში შევიდა.