შინაგან საქმეთა მინისტრმა პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრმა პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე, პირველ მოადგილე როლანდ მესხთან ერთად, პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებს შეხვდა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა პოლიციის დეპარტამენტების წარმომადგენლებს, პოლიციელის დღე მიულოცა, მადლობა გადაუხადა გაწეული სამსახურისთვის და წარმატებები უსურვა.
გელა გელაძეს პოლიციის დეპარტამენტების დირექტორებმა, რეგიონებში განხორციელებული საპოლიციო ღონისძიებების და დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით არსებულ ვითარებაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
შინაგან საქმეთა მინისტრმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე და დეპარტამენტის ხელმძღვანელებს შესაბამისი დავალებები მისცა.