საქართველოში გაერო-ს კოორდნატორის ნილს სკოტის სოხუმში ვიზიტი დღეს საყოველთაო განხილვის საგანი გახდა. გაერო აფხაზეთს მიმდინარე წელს პროექტების განსახორციელებლად 15 მილიონს სთავაზობს. ეს ინფორმაცია ე.წ. პრეზიდენტის, ანქვაბის ვებგვერდზეა განთავსებული. მასში სკოტის განცხადებაცაა.
"ეს თანხა შეიძლება გაიზარდოს, თუ აფხაზეთის ხელისუფლება პირდაპირ მიმართავს გაერო-ს დონორ ქვეყნებს და მათ აფხაზეთში ფულის ჩადების აუცილებლობაში დაარწმუნებს", - თუ დიპლომატ სკოტის ამ ციტატის ავთენტურობა დადასტურდა, მაშინ მას მოუწევს პასუხის გაცემა, რა ლეგიტიმური უფლება აქვს მოიხსენიოს ანქვაბის რეჟიმი აფხაზეთის ხელისუფლებად და რა სტატუსით უნდა მიმართონ მათ გაერო-ს წევრ ქვეყნებს თანხების მოთხოვნით.
საგარეო უწყებაში სიტუაციაში დეტალურად გარკვევას აპირებენ, შერიგებისა და თანასწორობის სამინისტრომ კი დაადასტურა, რომ გაერო-სა და საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში, UNDP აფხაზეთში გარკვეულ პროექტებს ახორციელებს.