მიხეილ ყაველაშვილი: პრეზიდენტი ვარ, მაგრამ ვიყავი პარლამენტის წევრი, მყავს მეგობრები და მაშინაც ვიცოდი, როგორ გეგმავდნენ გარე აქტორები აქ პროცესებს და როგორ ხდებოდა აქცენტის გადატანა სალომე ზურაბიშვილზე

მიხეილ ყაველაშვილი: პრეზიდენტი ვარ, მაგრამ ვიყავი პარლამენტის წევრი, მყავს მეგობრები და მაშინაც ვიცოდი, როგორ გეგმავდნენ გარე აქტორები აქ პროცესებს და როგორ ხდებოდა აქცენტის გადატანა სალომე ზურაბიშვილზე

პრეზიდენტი ვარ, მაგრამ ვიყავი პარლამენტის წევრი. ვამბობდი, მყავს მეგობრები და მაქვს მათთან ურთიერთობა, რომ მათი გარე აქტორები როგორ გეგმავენ აქ პროცესებს. მათი დაგეგმილი, შეიძლება, ბევრმა არც იცოდა, მაგრამ მე ვიცოდი, როგორ კეთდებოდა სალომე ზურაბიშვილზე აქცენტის გადატანა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

მიხეილ ყაველაშვილის თქმით, ახალგაზრდებს მონობაზე მოაწერინეს ხელი და ქსელიდან ვეღარ გამოდიან. მისივე განცხადებით, საკუთარი თავი თუ ვერ გადალახეს, სამწუხაროდ, კიდევ უფრო მეტი სასოწარკვეთა ელოდებათ წინ.

„არქივი არსებობს, ამაზე ვსაუბრობდი, რომ მასზე გაკეთდებოდა აქცენტი, ალტერნატიული მთვარობის. ეს ძველი დაკვეთაა. ის ამას ვერ აუვლის გვერდს, ვიცოდით ამის შესახებ. ეს ყველაფერი მიბმულია პირდაპირ ამ თემაზე. მიკვდება გული. არ ვიცი, ვინ როგორ აიძულეს და რატომ დგამს ამ ნაბიჯს, მათ პასუხისმგებლობაზეა, სალომე ზურაბიშვილით დაწყებული, პოლიტიკოსებით დამთავრებული. ეს ახალგაზრდები თითქოს რომ ევროპაო და თავისუფლების სახელით გამოდიან, პირიქით აქვთ საფიქრალი – მონობაზე მოაწერინეს ხელი და ამ ქსელიდან ვეღარ გამოდიან. დაფიქრდნენ, ეს იქნება მათი პირველი ნაბიჯი, რომ საკუთარი თავი გადალახეს. ეს თუ ვერ გააკეთეს, სამწუხაროდ, კიდევ უფრო მეტი სასოწარკვეთა ელოდებათ წინ. რეალობა უნდა შეაფასონ. როგორ ატყუებენ, რომ ეს არ არის ტრამპის ნამდვილი წერილი, ასე შეასაღეს საზოგადოებას. ამის სჯერათ და გამოდიან, თავისუფლებაზე გელაპარაკებიან“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.