გიორგი ბაჩიაშვილი რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში ადვოკატებმა მოინახულეს

გიორგი ბაჩიაშვილი რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში ადვოკატებმა მოინახულეს

გიორგი ბაჩიაშვილი რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში ადვოკატებმა მოინახულეს. ადვოკატ დავით ჯანდიერის განცხადებით, ბაჩიაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართავენ.

„პროკურატურისთვის მოხდება მიმართვა იმისათვის, რომ გამოძიება ჩატარდეს. ამ ბორტზე იმყოფებოდა რამდენიმე ადამიანი, ისინი არ იყვნენ ბორტგამცილებლები. არიან ადამიანები, რომლებსაც ის არ იცნობს, მაგრამ შეუძლია ამოცნობა. უბრალოდ, ამ რეგიონში, კავკასიის ტერიტორიაზე საერთოდ არ იმყოფებოდა. ეს იყო ქვეყანა, საიდანაც პირდაპირ მოხდა საქართველოში, თბილისში ჩამოყვანა თვითმფრინავის მეშვეობით“, - განაცხადა ჯანდიერმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გიორგი ბაჩიაშვილი 27 მაისს დააკავა.