ირაკლი ქადაგიშვილი: არ შეიძლება, ქვეყანაში პრეტენზია გქონდეს, რომ ხარ პოლიტიკოსი, დემოკრატიისა და კანონიერების მომხრე და იმ „პოლიტიკას“ ატარებდე, რასაც ატარებს და რა ქმედებებსაც ახორციელებს ნიკა მელია

ირაკლი ქადაგიშვილი: არ შეიძლება, ქვეყანაში პრეტენზია გქონდეს, რომ ხარ პოლიტიკოსი, დემოკრატიისა და კანონიერების მომხრე და იმ „პოლიტიკას“ ატარებდე, რასაც ატარებს და რა ქმედებებსაც ახორციელებს ნიკა მელია

არ შეიძლება, ქვეყანაში პრეტენზია გქონდეს, რომ ხარ პოლიტიკოსი, დემოკრატიისა და კანონიერების მომხრე და იმ „პოლიტიკას“ ატარებდე, რასაც ატარებს და რა ქმედებებსაც ახორციელებს ნიკა მელია, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ქადაგიშვილი ამგვარად გამოეხმაურა მელიას ქმედებას დღევანდელ პროცესზე, რომელზეც მას აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობით შეეცვალა.

„თითქმის მეექვსე თუ მეშვიდე წელიწადია, ამბობს, რომ არ აღიარებს საქართველოს კანონებს, სასამართლოს, ანუ მთლიანად არის ამოვარდნილი ქვეყნის კანონმდებლობიდან. არ შეიძლება, ქვეყანაში პრეტენზია გქონდეს, რომ ხარ პოლიტიკოსი, დემოკრატიისა და კანონიერების მომხრე და იმ „პოლიტიკას“ ატარებდე, რასაც ატარებს და რა ქმედებებსაც ახორციელებს ნიკა მელია. გირაოს გადახდის ვადა როგორ გამოიყენა, დღე ჩვენ სასამართლო პროცესზე ვნახეთ, როდესაც ის თავს დაესხა მოსამართლეს“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობით შეეცვალა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ირაკლი შვანგირაძემ მიიღო.

აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მიზეზი გირაოს გადაუხდელობა გახდა. მანამდე, ნიკა მელია სასამართლო დარბაზიდან გააძევეს. მან სხდომაზე მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი შეასხა.