შინდისის გმირის, რომან ზოიძის ძმა ფრიდონ ზოიძე: გასაგებია, რომ ეს ბიჭები ათმაგად გმირები არიან, ისეთი მხედართმთავრების ხელში იყვნენ, მაგრამ მაქვს უფლება, კითხვა დავსვა, რამდენად იყო შესაძლებელი ამ ყველაფრის თავიდან აცილება?

შინდისის გმირის, რომან ზოიძის ძმა ფრიდონ ზოიძე: გასაგებია, რომ ეს ბიჭები ათმაგად გმირები არიან, ისეთი მხედართმთავრების ხელში იყვნენ, მაგრამ მაქვს უფლება, კითხვა დავსვა, რამდენად იყო შესაძლებელი ამ ყველაფრის თავიდან აცილება?

მე მაქვს კითხვები, რამდენად იყო შესაძლებელი ამ ყველაფრის თავიდან აცილება? რატომ არ არიან ის ბიჭები ახლა ცოცხლები? - ეს კითხვები დასვა შინდისის გმირის, რომან ზოიძის ძმამ, ფრიდონ ზოიძემ, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.

ზოიძის თქმით, მას აქვს ამ რიტორიკული შეკითხვების დასმის უფლება. მისივე განცხადებით, ეს კითხვები გარდაცვლილი გმირის მშობლებსაც აქვთ, თუ რატომ გაიწირა ამდენი ადამიანი ხუთდღიან ომში.

„მე მაქვს უფლება, რიტორიკული კითხვა დავსვა და მოვუწოდო ასევე ჩემი ოჯახის გარდა, დანარჩენი შინდისის გმირების ოჯახებს: გასაგებია, რომ ესენი ორმაგად და ათმაგად გმირები არიან, ისეთი მხედართმთავრების და ისეთ დაგეგმარების ხელში იყვნენ, მაგრამ, ხომ შეიძლებოდა ამ ყველაფრის თავიდან აცილება? რატომ არ არიან ეს ადამიანები თავიანთ ოჯახებში. ეს კითხვები, რა თქმა უნდა, ჩემს მშობლებს აქვთ, რომ როგორც მოხდა მაინცდამაინც ისე, რომ ამდენი ადამიანი ამ 5-დღიან საბრძოლო დაპირისპირებაში გაიწია. ესენი გასწირეს და ჩააბეს ომში, იმის გამო, რომ მეტი საკრალური მსხვერპლი სჭირდებოდათ ამ ადამიანებს ["ნაცმოძრაობის" ხელისუფლებას]“, - განაცხადა ფრიდონ ზოიძემ.