გივი მიქანაძე კიტ კელოგის განცხადებაზე: ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ რეალურ ეჭვებს, რომელიც არსებობდა, რომ ნატო არ იყო მზად მიეღო კონკრეტული სახელმწიფოები

გივი მიქანაძე კიტ კელოგის განცხადებაზე: ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ რეალურ ეჭვებს, რომელიც არსებობდა, რომ ნატო არ იყო მზად მიეღო კონკრეტული სახელმწიფოები

ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ გარკვეული დაპირებები, რომელიც წლების წინ გაიცა არის მხოლოდ და მხოლოდ დაპირებები, - ასე გამოეხმაურა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, გივი მიქანაძე ამერიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის განცხადებას, რომ ამერიკული მხარე მზად არის რუსეთთან უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ნატოში არ შესვლის საკითხი განიხილოს. მისი თქმით, ეს ადასტურებს ეჭვებს იმის შესახებ, რომ ნატო არ არის მზად კონკრეტული სახელმწიფოების მისაღებად.

„მიუხედავად ამისა, ჩვენ კონსტიტუციაშიც ავსახეთ ეს მიმართულება და მიზანი და რეალურად დღესდღეობით შეიძლება ვთქვათ, რომ ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის კუთხით საქართველო გამორჩეული ასპირანტი ქვეყანაა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ რეალურ ეჭვებს, რომელიც არსებობდა, რომ ნატო არ იყო მზად მიეღო კონკრეტული სახელმწიფოები თავის წევრობაში. ამ შემთხვევაში უკრაინასთან მიმართებაში ეს ათმაგად და ასმაგად უფრო მძიმედ ჟღერს“, - აცხადებს მიქანაძე.