ირაკლი კობახიძე - სენატორ სტივ დეინსთან ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა, კიდევ ერთხელ დავადასტურე მტკიცე პოზიცია, რომ მზად ვართ, განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან ქმედით გზამკვლევზე დაყრდნობით, რომელიც რეალურ სარგებელს მოუტანს ორივე ქვეყანას

ირაკლი კობახიძე - სენატორ სტივ დეინსთან ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა, კიდევ ერთხელ დავადასტურე მტკიცე პოზიცია, რომ მზად ვართ, განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან ქმედით გზამკვლევზე დაყრდნობით, რომელიც რეალურ სარგებელს მოუტანს ორივე ქვეყანას

ირაკლი კობახიძე - სენატორ სტივ დეინსთან ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა, კიდევ ერთხელ დავადასტურე მტკიცე პოზიცია, რომ მზად ვართ, განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან  ქმედით გზამკვლევზე დაყრდნობით, რომელიც რეალურ სარგებელს მოუტანს ორივე ქვეყანას ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა აშშ-ს სენატორ სტივ დეინსთან, განვიხილეთ საქართველო-აშშ-ის ძლიერი პარტნიორობა, ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებული როლი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საქმეში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელ X-ში წერს. 

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კონტექსტს.  

„კიდევ ერთხელ დავადასტურე ჩემი მთავრობის მტკიცე პოზიცია, რომ მზად ვართ, გადაიტვირთოს და განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან მკაფიო და ქმედით გზამკვლევზე დაყრდნობით, რომელიც რეალურ სარგებელს მოუტანს ორივე ქვეყანას. 

საქართველო რჩება სანდო პარტნიორად, რომელიც პარტნიორებს სტრატეგიულ შესაძლებლობებს და მრავალმილიონიან ძლიერ ბაზრებზე წვდომას სთავაზობს", - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი. 

მარბიელი მოგვაწოდეს, რომ გუშინ ბუდაპეშტში პრემიერის გამოსვლის ტექსტში იყო სიტყვები: "ჩვენს ქვეყანას აქვს სახელმწიფოებრიობის 23 საუკუნის ისტორია ... " სინამდვილეში კოლხეთის სამეფო დადასტურებულად 29 საუკუნის წინ არსებობდა ... ეს ალბათ ჟირნალისტის შეცდომაა (მინდა მჯეროდეს)
უნდა გასწორდეს!
1 დღის უკან