ჯეფრი საქსი: გილოცავთ ლარის საიუბილეო წელს, მინდა წარმატებები გისურვოთ მომავალშიც

ჯეფრი საქსი: გილოცავთ ლარის საიუბილეო წელს, მინდა წარმატებები გისურვოთ მომავალშიც

ჩემთვის დიდი პატივია და მოხიბლული ვარ, რომ ვმონაწილეობ საქართველოს ეროვნული ვალუტის საიუბილეო წლისადმი მიძღვნილ კონფერენციაში, რომელსაც ეროვნული ბანკი მასპინძლობს, - განაცხადა კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯეფრი საქსმა, ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში გამართულ კონფერენციაზე.

როგორც მიმართვაში მან აღნიშნა საქართველო შესანიშნავი ქვეყანაა, უძველესი და მდიდარი ისტორიით, რომელმაც მსოფლიოს ბევრი რამ აჩუქა.

„ყველას მინდა მივულოცო ეს მნიშვნელოვანი თარიღი და წარმატებები გისურვოთ მომავალში,“ - აღნიშნა მან.

საერთაშორისო კონფერენციაზე, სახელწოდებით „ნდობიდან მჭიდრო თანამშრომლობამდე“ მსოფლიოს 30-მდე ქვეყნის 300-ზე მეტი სტუმარი მონაწილეობს.

პანელური დისკუსიების მონაწილეები მსჯელობენ ისეთ თემებზე, როგორებიცაა გლობალური ფინანსური სისტემები და მონეტარული პოლიტიკა, ინიციატივები საფინანსო სექტორში, ახალი გამოწვევები და ცენტრალური ბანკების როლი რეგიონული თანამშრომლობის განვითარებაში და სხვა.