ტერფის დაავადებებს შორის ყველაზე გავრცელებული ბრტყელტერფიანობაა. ის შეიძლება იყოს როგორც თანდაყოლილი, ისე შეძენილი. ამ პრობლემის დროს ტერფი დეფორმაციას იღებს და ამორტიზაციის უნარს კარგავს. დეფორმაციის ხარისხის დასადგენად კომპიუტერული კვლევაა საჭირო. ბრტყელტერფიანობის დიაგნოსტიკა აუცილებელია სწორი მკურნალობისა და ეფექტიანი შედეგისთვის. ტერფის დიაგნოსტიკა ხდება უახლესი თაობის იტალიური Diasu-ს აპარატით, რომელიც ბილიკზე სიარულის დროს მონაცემებს ინახავს.
როდის არის საჭირო დიაგნოსტიკის ჩატარება?
ტერფის სხვადასხვა პათოლოგიას განსხვავებული სიმპტომები ახასიათებს. ტკივილი შესაძლოა დღის განმავლობაში რამდენჯერმე განმეორდეს ან მუდმივად გვაწუხებდეს. ამ დროს აუცილებელია ტერფზე დიაგნოსტიკის ჩატარება. თანამედროვე ტექნოლოგიები ბრტყელტერფიანობის დიაგნოსტიკის ახალ მიდგომებს გვთავაზობს. ტერფის კომპიუტერული დიაგნოსტიკის საშუალებით დეტალური ინფორმაცია შეგვიძლია, მივიღოთ ტერფის ფორმის, ყრდნობის ფართის, სიმძიმის ღერძისა და სხვა მონაცემების შესახებ.
რა არის დიაგნოსტიკის შემდგომი ეტაპი?
ტერფზე არსებულ პრობლემებს მოყვება მთელი სტრუქტურული ცვლილებები. ტერფის დეფორმაცია მოქმედებს მთელ საყრდენ-მამოძრავებელ სისტემაზე და შესაძლოა, განვითარდეს სქოლიოზი, რასაც ცირკულაციის დარღვევა და თავის ტკივილები მოჰყვება. სათანადო მკურნალობის ჩატარების მეშვეობით, კი თავის ტკივილის ალაგება რამდენიმე დღეში არის შესაძლებელი. ტერფის კვლევის შემდეგ, იდეალურია ინდივიდუალური სუპინატორის ტარება, რომელიც მზადდება 3D მეთოდით და სრულად არის მორგებული პაციენტის საჭიროებაზე. ეს კი თავისთავად, მკურნალობის პროცესის მომდევნო ეტაპზე ეფექტურ შედეგს იძლევა.