როგორ ვუმკურნალოთ ვარიკოზს?

როგორ ვუმკურნალოთ ვარიკოზს?

ვენების ვარიკოზული დაავადების პრევენცია სპეციალისტთან დროული მიმართვიანობა და სწორი მკურნალობაა. კომპრესიული წინდები ვარიკოზის მოვლის საშუალებებია, რომლებიც დღის მანძილზე კომფორტისა და სიმსუბუქის შეგრძნებას განაპირობებს და გვიმსუბუქებს ყოველდღიურობას. ვარიკოზის სამკურნალო გეტრის მოხმარება რეკომენდებულია: როგორც პროფილაქტიკის მიზნით, ასევე სამკურნალოდ. სწრაფი და ზუსტი მკურნალობა საბოლოოდ დაგავიწყებთ ვარიკოზს, ქვედა კიდურებში სიმძიმისა და დაღლილობის შეგრძნებას.  განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:

●    ვარიკოზული ვენების საწინააღმდეგო კოლგოტი - გამოიყენება ვენების გამოხატული დაავადებების სამკურნალოდ. აჩქარებს ქვედა და ზედა კიდურების ვენებიდან სისხლის განდევნას, ხსნის შეშუპებას, დაღლილობისა და ტკივილის შეგრძნებას ფეხებში. კომპრესიული ტრიკოტაჟის მოქმედების მექანიზმი გათვლილია ვენის კედელზე რეკომენდებულ ზეწოლაზე.  წინდა იცავს სისხლძარღვებს და ამცირებს მათ სანათურს.

●    მუხლამდე წინდა - გამოიყენება ვენების ვარიკოზული დაავადებისა და თრომბოზის პროფილაქტიკის მიზნით ნაკლებადმოძრავი (მჯდომარე, მდგომარე) ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის, ასევე ხანგრძლივი მგზავრობის დროს. აუმჯობესებს წვივებში სისხლის მიმოქცევას, ხელს უშლის სუნის გაჩენას ტერფის არეში და უზრუნველყოფს კომფორტის შეგრძნებას ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

●    ანტი-თრომბოემბოლიური წინდა (მაღალყელიანი) - გამოიყენება პროფილაქტიკის მიზნით. ასევე, ქირურგიული ჩარევების, ლაპარასკოპიის და საკეისრო კვეთის დროს. ხელს უწყობს სისხლის შემადედებელი და მისი გამათხელებელი დინამიკის წონასწორობის შენარჩუნებას.
ვარიკოზული ვენების მოვლის საშუალებებში განარჩევენ რამდენიმე კლასს. პირველი კლასის გამოყენება შეიძლება როგორც პროფილაქტიკის, ასევე ვენური დაავდების მსუბუქი ფორმის დროს. რაც შეეხება დანარჩენ კლასებს, მათ აქვთ სამკურნალო დანიშნულება და ინიშნება ჯანმრთელობის სხვა პრობლემების შესაბამისად. მკურნალობის შედეგი, კი პირდაპირ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რომელ სტადიაში იწყება მისი გამოვლენა.