დღეს, როცა ჩვენი ფინანსური საჭიროებები ყოველდღიურად იცვლება, სამომხმარებლო სესხი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი სერვისია როგორც მსოფლიოს მასშტაბით, ისე საქართველოში.
ამას მოწმობს მსოფლიოს წამყვანი ბანკებისა და ფინანსური ინსტიტუტების სტატისტიკა, რომელთა მიხედვითაც სამომხმარებლო სესხები ყველაზე გავრცელებული სესხის ტიპებს შორისაა.
გაქვს კონკრეტული სურვილები და მიზნები, მაგრამ რეალიზებისთვის საჭირო თანხა ხელთ არ გაქვს?
ეძებ სანდო და გამჭვირვალე პარტნიორს სამომხმარებლო სესხის აღებისთვის, მიკრობანკი MBC საუკეთესო არჩევანია.
MBC-ის სამომხმარებლო სესხი დაგეხმარება შენი საჭიროებების სწრაფად, მარტივად და მოქნილად გადაწყვეტაში.
ემბისის სამომხმარებლო სესხის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ შეგიძლია მიიღო საჭირო თანხა მიზნობრივი შეზღუდვის გარეშე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შენ ირჩევ, რაში დახარჯო თანხა:
● საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის;
● ტექნიკის ან ავეჯის შეძენისთვის;
● ქორწილის, მოგზაურობის ან სწავლის დაფინანსებისთვის;
● გაუთვალისწინებელი ხარჯების დაფარვისთვის თუ სხვა.
ეს არის სესხის ტიპი, რომელიც შენს რეალურ ცხოვრებას ერგება. საქართველოში ეს ტენდენცია განსაკუთრებით აქტუალური გახდა ბოლო წლებში. გაუთვალისწინებელი საჭიროებები და ცხოვრების დინამიკა ხშირად გვიბიძგებს ფინანსური მხარდაჭერის ძიებისკენ.
ადამიანებს სჭირდებათ გონივრული და სწრაფი გადაწყვეტილება – სწორედ ამიტომ იღებენ სამომხმარებლო სესხს.
MBC უკვე წლებია, რაც ქართულ ბაზარზე წარმატებით საქმიანობს და მომხმარებლებს სთავაზობს მარტივ, სწრაფ და კომფორტულ პირობებს.
რატომ უნდა აირჩიო MBC
ემბისიში სამომხმარებლო სესხის აღება 100 000 ლარამდე მოცულობით შეგიძლია, სესხის მაქსიმალური ვადა კი 120 თვეა:
● 500-დან 20 000 ლარამდე სამომხმარებლო სესხი გაიცემა უზრუნველყოფის გარეშე;
● 100 000 ლარამდე თანხის მიღებას კი შეძლებ უძრავი ქონების საფუძველზე;
● ემბისი განიხილავს ნებისმიერი სახის საკრედიტო ისტორიას და შემოსავალს;
● თანხის მიღებას შეძლებ მაშინაც თუ თვითდასაქმებული ხარ;
● შეგიძლია სხვა ორგანიზაციებიდან გადმოპორტირება და სესხების გაერთიანება;
● მოქმედებს გადახდის კლებადი, შენს შემოსავლებზე მორგებული გრაფიკი.
ემბისის სამომხმარებლო სესხის მისაღებად გჭირდება მინიმალური დოკუმენტაცია: ID ბარათი ან პასპორტი, საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გაზიარება, უზრუნველყოფილი სესხის შემთხვევაში კი შესაბამისი გარანტია.
თუ უახლოეს მომავალში გეგმავ რაიმე მნიშვნელოვან შენაძენს ან უბრალოდ გჭირდება ფინანსები, MBC-ის სამომხმარებლო სესხი ზუსტად ის გადაწყვეტილებაა, რომელიც შენს ცხოვრებას უფრო გაამარტივებს.