ირაკლი კირცხალია: როდესაც დემოკრატიული სახელმწიფო ხალხს მიჯნავს ხელისუფლებისგან - ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება უბრალოდ სისულელეა

ირაკლი კირცხალია: როდესაც დემოკრატიული სახელმწიფო ხალხს მიჯნავს ხელისუფლებისგან - ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება უბრალოდ სისულელეა

ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება უბრალოდ სისულელეა, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი კირცხალია იმ ფაქტს, რომ რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის მილოცვა ადრესატის გარეშე გაავრცელა.

„ეს არის უნიჭო პოლიტიკური თამაში, იმიტომ რომ ძალიან კარგად ესმით წესი რა უნდა იყოს, როდესაც შენ, დემოკრატიული სახელმწიფო ხალხს მიჯნავ ხელისუფლებისგან. ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება უბრალოდ სისულელეა“, - განაცხადა კირცხალიამ.

ინფორმაციისთვის, მანამდე ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა პრემიერ-მინისტრმა. მისი შეფასებით, მილოცვის ადრესატის გარეშე გავრცელება არასწორი მიდგომაა და დიფ სთეითის გავლენაზე მიუთითებს. ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოში მოქმედებს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, დაყოფა კი არის არა მხოლოდ ხელოვნური და უსამართლო, არამედ ეს არის ქართველი ხალხის შეურაცხყოფა.

მსგავსი შინაარსის მილოცვის წერილებით, ხალხი და ხელისუფლება გამიჯნეს უკრაინის, საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის, ლიეტუვის და ბულგარეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა.