მამუკა მდინარაძე: საქართველო არასდროს ყოფილა ისეთი დამოუკიდებელი, როგორც დღეს! ამას ებრძვიან, ეს აღიზიანებთ, ეს აცლით შანსს, ჩვენი სამშობლო სხვა, საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენონ, თუმცა საქართველო აღარავის დაემონება!

მამუკა მდინარაძე: საქართველო არასდროს ყოფილა ისეთი დამოუკიდებელი, როგორც დღეს! ამას ებრძვიან, ეს აღიზიანებთ, ეს აცლით შანსს, ჩვენი სამშობლო სხვა, საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენონ, თუმცა საქართველო აღარავის დაემონება!

საქართველო არასდროს ყოფილა ისეთი დამოუკიდებელი, როგორც დღეს! ამას ებრძვიან, ეს აღიზიანებთ, ეს აცლით შანსს, ჩვენი სამშობლო სხვა, საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენონ, თუმცა საქართველო აღარავის დაემონება! - წერს პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ჩვენი სამშობლოს შესახებ გადაწყვეტილებები მხოლოდ საქართველოში მიიღება და ამას ვეღარაფერი მოერევა.

„ჩვენი სამშობლოს ისტორია დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ისტორიაა, ეს ქართული გენეტიკური კოდია! მამული, ენა, სარწმუნოება - ერის მთავარ სლოგანადქცეული ტრიადა! რამდენ სიკეთეზე შეიძლება ითქვას დღეს, რომ საქართველოს არასდროს ჰქონია ამხელა ეკონომიკა, ამხელა წინსვლა კორუფციასთან ბრძოლაში, ამხელა პროგრესი ადამიანის უფლებების, სიღარიბის დაძლევის, ინფრასტრუქტურის განვითარების, სპორტის, ევროინტეგრაციის და სხვა უამრავი მიმართულებით, მაგრამ მაინც, უმთავრესზე უმთავრესი დამოუკიდებლობის მიმართულებით მიღწეული პროგრესია - საქართველო არასდროს ყოფილა ისეთი დამოუკიდებელი, როგორც დღეს! ამას ებრძვიან, ეს აღიზიანებთ, ეს აცლით შანსს, ჩვენი სამშობლო სხვა, საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენონ, თუმცა საქართველო აღარავის დაემონება! ჩვენი სამშობლოსა და ქართველი ხალხის შესახებ გადაწყვეტილებები მხოლოდ საქართველოში მიიღება! ჩვენ ეს შევძელით და ამას ვეღარაფერი, ვერანაირი შანტაჟი, გარედან ამორალური ჩარევები და ემისრობა ვერ მოერევა! ქართული გენეტიკური კოდი უზრუნველყოფს, რომ მუდამ ვიბრძოლებთ დამოუკიდებლობის ხარისხის კიდევ უფრო ასამაღლებლად!

26 მაისი ჩვენი დღეა! მეამაყება რომ ვარ ქართველი! მეამაყება საქართველოს დამოუკიდებლობა!“ - წერს მდინარაძე.

ლაზი იყო დრო, სიღარიბე დაძლეული კი არა მისი ცნებაც კი გამქრალი იყო. საქართველოს რომ ეკონომიკა ჰქონდა, დღევანდელი იმასთან ნაქურჩლის გოჯოლიაა, მაგრამ დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისათვის ბრძოლის ასეთი ჟინი, ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში საქართველოს ალბათ არ ახსოვს. ასეთ რამეს არასოდეს პატიობენ პატარა ქვეყნებს და ვერც საქართველო იქნება გამონაკლისი. ნამდვილი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისათვის ბრძოლას, მიუხედავად მისი შედეგისა, ყოველთვის აფასებს ერი, თუმცა ეს ბრძოლა ზოგჯერ უსამართლოდაც ისჯება.
4 საათის უკან
მარბიელი "ისეთი დამოუკიდებელი" რას ნიშნავს, საკმაოდ უნიჭოვ? ეს "ის ისეთი ფეხმძიმეა, ისეთი"-ს დარია:)) რომ დაგეწერა, "ისე დამოუკიდებელიო" კიდევ ჰო!
2 საათის უკან