უკრაინის ექსპრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინაში ულტრანაციონალისტებისა და ნეოფაშისტების ბანდები მოქმედებენ, რომლებიც უკვე პრეზიდენტის პოსტზეც აცხადებენ სურვილს. "მინდა ვკითხო ამ შავბნელი ძალების მფარველებს დასავლეთში - თქვენ რა, დაბრმავდით? მეხსიერება დაკარგეთ? დაგავიწყდათ - რა არის ფაშიზმი? მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინის ოფიცრებმა, სამხედროებმა თქვენგან, ევროპული სახელმწიფოების მინისტრებისგან განსხვავებით, რომელთაც მოაწერეს ხელი დოკუმენტებს არა ჩემს გარანტიებზე, არამედ უკრაინაში სამოქალაქო მშვიდობის გარანტიაზე და ფეხქვეშ გათელეს ეს დოკუმენტი, განსხვავებით მათგან, ვინც ისროდა, ამ სამხედროებმა იციან, რად ღირხართ და არ შეასრულებენ თქვენს დანაშაულებრივ ბრძანებებს", - აღნიშნა ვიქტორ იანუკოვიჩმა.