გივი მიქანაძე გერმანიის ელჩისა და ოპოზიციონერი აქტივისტების შეხვედრაზე: ალბათ ის კონსულტაციები, რაც მათ შორის გაიმართა, მხოლოდ და მხოლოდ დესტრუქციაზე, არეულობაზე, ქაოტურ პროცესებზე არის ორიენტირებული

გივი მიქანაძე გერმანიის ელჩისა და ოპოზიციონერი აქტივისტების შეხვედრაზე: ალბათ ის კონსულტაციები, რაც მათ შორის გაიმართა, მხოლოდ და მხოლოდ დესტრუქციაზე, არეულობაზე, ქაოტურ პროცესებზე არის ორიენტირებული

ეს არის პირდაპირი უხეში ჩარევა ქვეყნის შიდა საქმეებში, - ასე გამოეხმაურა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე „ქრონიკის“ ინფორმაციას, რომლის თანახმად, გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი ოპოზიციონერ აქტივისტებს ბათუმში, ერთ-ერთ კაფეში შეხვდა.

„თუმცა ის არ არის ერთადერთი, რომლისგანაც ჩვენ ბოლო პერიოდში ვხედავთ მსგავს მცდელობებს, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში და ახლაც ალბათ ის კონსულტაციები, რაც მათ შორის გაიმართა, მხოლოდ და მხოლოდ დესტრუქციაზე, არეულობაზე ქაოტურ საკითხებზე თუ პროცესებზე არის ორიენტირებული. თუმცა ამ ყველაფერს არანაირი შედეგი არ ექნება“, - აღნიშნა მიქანაძემ.

გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი ოპოზიციონერ აქტივისტებს შეხვდა.