გია აბაშიძე: რაც უფრო მეტ ტოქსიკურ ბრიყვობას იტყვიან ევროპარლამენტარები საქართველოზე, მით უფრო აზიანებენ მათ პროტეჟეებს, ნაცრადიკალებს

გია აბაშიძე: რაც უფრო მეტ ტოქსიკურ ბრიყვობას იტყვიან ევროპარლამენტარები საქართველოზე, მით უფრო აზიანებენ მათ პროტეჟეებს, ნაცრადიკალებს

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ევროპარლამენტარების განცხადებებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ მათ მიერ საქართველოს წინააღმდეგ გაკეთებული ტოქსიკური განცხადებები საბოლოოდ სწორედ მათი პროტეჟეების - ნაცრადიკალების - ინტერესებს აზიანებს.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, უმჯობესია, რომ სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმის ერთ-ერთმა ქომაგმა, რასა იუკნევიჩიანემ ისაუბროს ევრობლოკში არსებულ არადემოკრატიულ, აღმაშფოთებელ ფაქტებზე.

„რაც უფრო მეტ ტოქსიკურ ბრიყვობას იტყვიან ევროპარლამენტარები საქართველოზე, მით უფრო აზიანებენ მათ პროტეჟეებს, ნაცრადიკალებს. უმჯობესია, რომ სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმის ერთ-ერთმა ქომაგმა, რასა იუკნევიჩიანემ ისაუბროს ევრობლოკში არსებულ არადემოკრატიულ, აღმაშფოთებელ ფაქტებზე, პოპულარული პარტიების აკრძალვაზე, რუმინეთის შარშანდელი საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმებაზე და მემარჯვენეთა პოზიციების დევნაზე. 

ისრაელის სახელმწიფოს აქვს სამაგალითო ტრადიცია დიპლომატიაში - ევროკრატიიდან, ვინც კი ეწინააღმდეგება მის სახელმწიფოებრიობას, ცხადდება პერსონა ნონ გრატად, ბრიუსელის ფლიდური შეშფოთება-აღშფოთების მიუხედავად.“ - წერს აბაშიძე.

Gami ამ ხელისუფლებას ამის შნო ააქვს?
5 საათის უკან