ლევან მახაშვილი: „მეგობარ აქტში“ ვიხილეთ არაერთი ტყუილი ინფორმაცია და თავს ვალდებულებად ვთვლით, სწორი, არგუმენტირებული პასუხი გავცეთ ამ მტრულ აქტს

ლევან მახაშვილი: „მეგობარ აქტში“ ვიხილეთ არაერთი ტყუილი ინფორმაცია და თავს ვალდებულებად ვთვლით, სწორი, არგუმენტირებული პასუხი გავცეთ ამ მტრულ აქტს

ვიხილეთ არაერთი ტყუილი ინფორმაცია, მათ შორის ამ [„მეგობარ აქტში“] აქტში. თავს ვალდებულებად ვთვლით, სწორი, არგუმენტირებული პასუხი გავცეთ ამ მტრულ აქტს,-განაცხადა პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.

დეპუტატი გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ პარლამენტში დღეს ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული ე.წ. მეგობარი აქტის შესახებ პარლამენტის განცხადება განიხილება.

„[პარლამენტის განცხადებაში] ძირითადად საუბარი იქნება სამ თემაზე. ეს არის დემოკრატია, საქართველოს ევროატლანტიკური და საქართველოს დამოკიდებულება და ურთიერთობა საერთაშორისო და რეგიონულ აქტორებთან. ამ სამ თემატიკასთან დაკავშირებით ვიხილეთ არაერთი ტყუილი ინფორმაცია, მათ შორის ამ [„მეგობარ აქტში“] აქტში. თავს ვალდებულებად ვთვლით, სწორი, არგუმენტირებული პასუხი გავცეთ ამ მტრულ აქტს“, - აღნიშნა მახაშვილმა.