საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიცია ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას ქვეყნის ფარგლებს გარედან დავალების შესაბამისად მიიღებს. ამასთან, ის დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნება“ ყველა მუნიციპალიტეტში დამაჯერებლად გაიმარჯვებს.
„საბოლოო ჯამში, ყველანი დამოკიდებულები არიან იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც არა ქვეყნის შიგნით - ამ კონკრეტული რადიკალური ოპოზიციური პარტიების წიაღში, არამედ ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმ ძალების მიერ მიიღება, რომლებიც დავალებას აძლევენ. საბოლოო ჯამში, 64-ვე მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნება“ დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწევს და საზოგადოება კიდევ ერთხელ გამოუტანს შესაბამის განაჩენს რადიკალებს“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.