გიორგი აბაშიშვილი: ყოველ შემდგომ ტყუილზე ჩვენ არ ვიღებთ იმ პანიკას, რომელსაც ვიღებდით დასაწყისში - საზოგადოების მედეგობა ეკონომიკური დეზინფორმაციისადმი გაზრდილია

გიორგი აბაშიშვილი: ყოველ შემდგომ ტყუილზე ჩვენ არ ვიღებთ იმ პანიკას, რომელსაც ვიღებდით დასაწყისში - საზოგადოების მედეგობა ეკონომიკური დეზინფორმაციისადმი გაზრდილია

Business Insider Georgia-ს დამფუძნებელი გიორგი აბაშიშვილი გადაცემაში „იმედის კვირა“ საერთაშორისო შემფასებლებისა და სარეიტინგო სააგენტოების პროგნოზზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც საქართველოს 2025 წელს მაღალი ეკონომიკური ზრდა და მიზნობრივთან ახლოს ინფლაციის მაჩვენებელი ექნება.

გიორგი აბაშიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ მიუხედავად გამოწვევებისა, საქართველო კვლავ მიმზიდველი რჩება ინვესტორებისთვის და გამოწვევებად დასახელებულია სწორედ ის რადიკალური პოლიტიკური ქმედებები, რომელიც ქვეყნის შიგნით არის.

მან ოპოზიციის მხრიდან გავრცელებულ დეზინფორმაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეკონომიკური დეზინფორმაციის მიმართ საზოგადოების მედეგობა გაზრდილია.

„მე არ ვიცი რამდენჯერ შეიძლება მოიტყუონ, თუმცა ჩემი დაკვირვებით, ყოველ შემდგომ ტყუილზე ჩვენ არ ვიღებთ იმ პანიკას, რომელსაც ვიღებდით დასაწყისში. ნოემბერში ტყუილებზე და ნეგატიურ მოლოდინებზე ლარის კურსი რეაგირებდა და ეს ჩვეულებრივი პროცესი იყო, მაგრამ დღეს ვხედავთ ტყუილების ნაწილი გრძელდება, მაგრამ საზოგადოების მედეგობა ეკონომიკური დეზინფორმაციისადმი გაზრდილია“, - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.