ევროპარლამენტი NGO-ებთან დაკავშირებული მორიგი სკანდალის გამოძიებას გეგმავს

ევროპარლამენტი NGO-ებთან დაკავშირებული მორიგი სკანდალის გამოძიებას გეგმავს

ევროპარლამენტი NGO-ებთან დაკავშირებული მორიგი სკანდალის გამოძიებას გეგმავს. ინფორმაციას ევროპული გამოცემა „ევროპული კონსერვატორი“ ავრცელებს.

საუბარია ე.წ. ტიმერმანს გეითზე. ირკვევა, რომ ევროკომისიამ ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ფრანს ტიმერმანსის ხელმძღვანელობის დროს, 750 მილიონი დოლარი გადაუხადა არასამთავრობო ორგანიზაციებს მწვანე შეთანხმების ლობირების მიზნით.

ამ საქმეზე სპეციალური საგამოძიებო კომიტეტის შექმნისთვის ევროპარლამენტს კენჭი 8 მაისს უნდა ეყარა, თუმცა კენჭისყრა ევროპის სახალხო პარტიის ინიციატივით მომდევნო თვეში გადაიდო.

ევროპარლამენტის უმსხვილეს პოლიტიკურ ჯგუფს სურს, NGO-ების სკანდალი საბიუჯეტო კონტროლის კომისიის ფარგლებში, სპეციალური სამუშაო ჯგუფის შექმნის მეშვეობით გამოიძიოს.

პარალელურად, არასამთავრობო ორგანიზაციების ფარული დაფინანსებისა და მასთან ასოცირებული სკანდალების მოკვლევის მიზნით, ევროპის პატრიოტთა ჯგუფი გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების კომიტეტის შექმნას ითხოვს, რისთვისაც საკმარისი ხელმოწერები უკვე დააგროვა.