შალვა პაპუაშვილი: ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ქმედებები გასაკვირი არ არის, რა ვქნათ, ვიცით, გავიგეთ

შალვა პაპუაშვილი: ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ქმედებები გასაკვირი არ არის, რა ვქნათ, ვიცით, გავიგეთ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ესტონეთის მთავრობის გადაწყვეტილებას, დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების შემოღებასთან დაკავშირებით „საინფორმაციო ხმაურს“ უწოდებს.

მისი თქმით, ესტონეთში სურთ, ორი თვის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას კვირა გამოშვებით საკვები მისცენ.

„საინფორმაციო ხმაურია. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სურს, გადაწყვეტილებას, რომელიც ორი თვის წინ იყო მიღებული, კვირა გამოშვებით მისცეს საკვები თავისი თანამონაწილეობით. გახსოვთ, ის მონაწილეობდა „ენჯეოსთან“ და რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად ანტიქართულ აქციაში. ახლა მისი მხრიდან ეს ნაბიჯები გასაკვირი არ არის. რა ვქნათ, ვიცით, გავიგეთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

Gami "რა ვქნათ"? პასუხი გაეცით შესაბამისი, იდიოტებო!
2 საათის უკან