შალვა პაპუაშვილი: დანამდვილებით ვიცი, რომ ამ მომენტისთვის „ლელო“ და „საქართველოსთვის“ არათუ ემზადებიან, უკვე აქტიურ მოქმედებებზე არიან გადასული, რეგიონებში მითითებები აქვთ მიცემული

შალვა პაპუაშვილი: დანამდვილებით ვიცი, რომ ამ მომენტისთვის „ლელო“ და „საქართველოსთვის“ არათუ ემზადებიან, უკვე აქტიურ მოქმედებებზე არიან გადასული, რეგიონებში მითითებები აქვთ მიცემული

დანამდვილებით ვიცი, რომ ამ მომენტისთვის „ლელო“ და „საქართველოსთვის“ არათუ ემზადებიან, უკვე აქტიურ მოქმედებებზე არიან გადასული, რეგიონებში მითითებები აქვთ მიცემული, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

„როგორ შეიძლება, უცხოელის წინაშე ცალ ფეხზე მდგომ ოპოზიციას არჩევნებზე რაიმე წარმატების იმედი ჰქონდეს. ესეც ხომ ბუნებრივია. ოპოზიცია ამომრჩეველს ჰპირდება ერთადერთ რამეს, რომ იმოქმედებენ გარედან მიღებული რეკომენდაციებით, რჩევებით, თუ მითითებებით. ოპოზიცია და „ენჯეო“ სექტორი დღეს საქართველოს ხელისუფლებას ერთადერთ რამეს საყვედურობენ, ევროკომისიის პრესმდივნის თანაშემწე რომ გეუბნება, რატომ არ უჯერებ ევროკომისიის პრესმდივნის თანაშემწესო. ამ დონეზე ესმით მათ ხელისუფლების პასუხისმგებლობა. ჩვენ ვუჯერებთ მხოლოდ ქართველ ხალხს. ეს არის მათთვის პრობლემა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ორი ოპოზიციური პარტია, „ლელო“ და „გახარია საქართველოსთვის“ თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება და რეგიონებში მითითებებიც აქვთ გაცემული.

პაპუაშვილის თქმით, ისინი თავიანთ ამომრჩევლებს ატყუებენ.

„დანამდვილებით ვიცი, რომ ამ მომენტისთვის „ლელო“ და „საქართველოსთვის“ არათუ ემზადებიან, უკვე აქტიურ მოქმედებებზე არიან გადასული, რეგიონებში მითითებები აქვთ მიცემული. სასაცილოა, თავის ამომრჩევლებს რომ თვალში ნაცარს აყრიან. ამ ადამიანებს თავი მოაქვთ რევოლუციონერებად და ამ დროს არჩევნებისთვის ორგანიზება, მომზადება აქვთ დაწყებული. პატარა ქვეყანა საქართველო და ყველა ხომ ხედავთ ამას, მით უმეტეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია და ეს ყველაფერი რეგიონში ჩანს, არ იმალება“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

მარბიელი და რა, ამომრჩევლების უჩუმრად მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში? დღეს ვინ რას იტყნის, ეს არაა გადამწყვეტი; თქვენ ხალხს შეპირდით, რომ 2020 წლის არჩევნებს სრულად პროპორციული წესით ჩაატარებდით, მაგრამ დაივიწყეთ პირობა და ხალხი გადააგდეთ! და რა, გარედან გიკარნახათ ვინმემ?
ისე, ჩემი აზრით საპარლამენტო არჩევნები სრულად მაჟორიტარული უნდა იყოს!
7 საათის უკან