ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილი ჩაიბარებს აღლუმს ალბათ ალეკო ელისაშვილისგან, 26 მაისი წარიმართება ისე, როგორც უნდა წარიმართოს, ოპოზიციის არავითარ გეგმას განხორციელება არ უწერია, ფეხი არ დაუცდეთ, ეს ძალიან მკაფიო გაფრთხილებაა

26 მაისი წარიმართება ისე, როგორც უნდა წარიმართოს. ჩვენ გვაქვს სათანადო ღონისძიებები დაგეგმილი ზუსტად იგივე ფორმატში, რა ფორმატითაც იმართებოდა ეს ღონისძიებები, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, ოპოზიციის არავითარ გეგმას განხორციელება არ უწერია.

„სალომე ზურაბიშვილი ჩაიბარებს აღლუმს ალბათ ალეკო ელისაშვილისგან. ეს იქნება ერთადერთი, რაც მან შეიძლება ჩაიბაროს. 26 მაისი წარიმართება ისე, როგორც უნდა წარიმართოს. ჩვენ გვაქვს სათანადო ღონისძიებები დაგეგმილი ზუსტად იგივე ფორმატში, რა ფორმატითაც იმართებოდა ეს ღონისძიებები შარშან, შარშანწინ, წინა წლებში. რა თქმა უნდა, ოპოზიციის არავითარ გეგმას განხორციელება არ უწერია. ფეხი არ დაუცდეთ, ეს არის ძალიან მკაფიო გაფრთხილება, როგორც სალომე ზურაბიშვილის, ისე სხვა „ნაციონალების" მიმართ", -  განაცხადა პრემიერმა.