კახა კალაძე: ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი პროგრამა, როგორც სოციალური, ისე ჯანდაცვის მიმართულებით და ბევრმა მოქალაქემ ამის შესახებ არ იცის

კახა კალაძე: ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი პროგრამა, როგორც სოციალური, ისე ჯანდაცვის მიმართულებით და ბევრმა მოქალაქემ ამის შესახებ არ იცის

ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი პროგრამა, როგორც სოციალური მიმართულებით, ისე ჯანდაცვის მიმართულებით და ბევრმა მოქალაქემ ამის შესახებ არ იცის, - განაცხადა თბილისის მერმა, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.

წამყვანმა მას ჰკითხა, რა სფეროებს ეხება ის დახმარება, რომელიც თბილისის მერიამ იმ ადამიანებისთვის გამოაცხადა, რომლებსაც მუნიციპალიტეტის დახმარება სჭირდება.

„ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი პროგრამა, როგორც სოციალური მიმართულებით, ისე ჯანდაცვის მიმართულებით და ბევრმა მოქალაქემ ამის შესახებ არ იცის. მთავრობის ყველა სხდომაზე ვსაუბრობ იმაზე, რომ ყველა იმ ოჯახს, ადამიანს, ვისაც სჭირდება ჩვენი მხრიდან თანადგომა, სხვადასხვა ტიპის ოპერაცია, მუნიციპალიტეტი მზად არის იმისთვის, რომ დაგეხმაროთ. ასევე გვაქვს პროგრამები, რითაც ვეხმარებით აუტიზმის სპექტრის ბავშვებს, მოზარდებს. ასევე გვაქვს სტუდენტებისთვის მხარდამჭერი პროგრამები, ვეხმარებით დამწყებ ბიზნესმენებს. უამრავი პროგრამაა, რისი გამოყენებაც შეუძლია თბილისში მცხოვრებ ადამიანებს. ჯანდაცვის მიმართულებით გვაქვს ღვიძლის ტრანსპლანტაციის, სკრინინგის პროგრამები. ამ ყველაფრის შესახებ გვინდა მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას, რომ როდესაც ამის საჭიროება ექნებათ, იცოდნენ, რომ მუნიციპალიტეტი მათ გვერდში დაუდგებათ“, - აღნიშნა კალაძემ.