კახა კალაძე: წარმატებას ვუსურვებ მომავალში ჩვენს ხელბურთელთა ნაკრებს. წინ კიდევ ბევრი საინტერესო შეხვედრა გველოდება და გამარჯვებები მინდა ვუსურვო მათ

კახა კალაძე: წარმატებას ვუსურვებ მომავალში ჩვენს ხელბურთელთა ნაკრებს. წინ კიდევ ბევრი საინტერესო შეხვედრა გველოდება და გამარჯვებები მინდა ვუსურვო მათ

წარმატებას ვუსურვებ მომავალში ჩვენს ხელბურთელთა ნაკრებს. წინ კიდევ ბევრი საინტერესო შეხვედრა გველოდება და გამარჯვებები მინდა ვუსურვო მათ, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.

„ყველას მინდა მივულოცო, განსაკუთრებით გულშემატკივრებს. მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. წარმატებას ვუსურვებ მომავალში ჩვენს ხელბურთელთა ნაკრებს. წინ კიდევ ბევრი საინტერესო შეხვედრა გველოდება და გამარჯვებები მინდა ვუსურვო მათ. მადლობა იმისთვის, რომ ქართველი გულშემატკივარი და ქართველი ხალხი გაახარეს“, - აღნიშნა კალაძემ.

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა საბერძნეთი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე მეორედ გავიდა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის ფულადი ჯილდო მილიონი ლარი გადაეცემა.