დათა თავაძის მამა შვილის სკანდალურ სპექტაკლს მიქელანჯელოს დავითს ადარებს და ბრძნულ ახსნა-განმარტებებს იძლევა - „ვინც ამ უნი­ჭო პრო­პა­გან­დას აჰ­ყვა, სწო­რედ ეს სა­ს­ქე­სო ორ­გა­ნო და­გა­ნა­ხათ...“

დათა თავაძის მამა შვილის სკანდალურ სპექტაკლს მიქელანჯელოს დავითს ადარებს და ბრძნულ ახსნა-განმარტებებს იძლევა - „ვინც ამ უნი­ჭო პრო­პა­გან­დას აჰ­ყვა, სწო­რედ ეს სა­ს­ქე­სო ორ­გა­ნო და­გა­ნა­ხათ...“

ბოლო დღე­ე­ბია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ცხა­რე დე­ბა­ტე­ბია გა­მარ­თუ­ლი რე­ჟი­სორ დათა თა­ვა­ძის ავან­გარ­დულ სპექ­ტაკლ "ლი­ბერ­ტეს" გარ­შე­მო. სპექ­ტაკ­ლის პრე­მი­ე­რა 2024 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში "სა­მე­ფო უბ­ნის თე­ატ­რში“ გა­ი­მარ­თა და მას შემ­დეგ, ყვე­ლა წარ­მოდ­გე­ნა­ზე ანშლა­გია. "ლი­ბერ­ტეს“ ანონსში მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ სპექ­ტაკლზე 18 წლამ­დე პი­რე­ბი არ და­იშ­ვე­ბი­ან და ასე­ვე, აკ­რძა­ლუ­ლია გა­და­ღე­ბა. თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე დღის წინ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სპექ­ტაკ­ლი­დან ერ­თწუ­თი­ა­ნი მო­ნაკ­ვე­თი გავ­რცელ­და.

სა­ნამ ვნე­ბა­თა­ღელ­ვა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­სა და მე­დი­ა­ში გრძელ­დე­ბა, რე­ჟი­სო­რის მამა, მსა­ხი­ო­ბი და რე­ჟი­სო­რი ნიკა თა­ვა­ძე, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ სტა­ტუსს აქ­ვეყ­ნებს:

"ჩვენ არა­ფე­რი გვაქვს და­ფა­რუ­ლი.

ჩვე­ნი სპექ­ტაკ­ლი მა­ყუ­რებ­ლის­თვი­საა და ეს თა­ვი­დან­ვე გა­ცხა­დე­ბუ­ლია.

სპექ­ტაკ­ლი უკვე ნიშ­ნავს, რომ ის ღია პრო­ცე­სია და და­მალ­ვას და მიჩ­ქმალ­ვას კი არა ღია სა­ნა­ხა­ო­ბას და უკე­თეს შემ­თხვე­ვა­ში დის­კუ­სი­ა­საც ემ­სა­ხუ­რე­ბა. დის­კუ­სია, რო­მე­ლიც ასე აკ­ლია დღეს სა­ზო­გა­დო­ე­ბას. ძა­ლი­ან მა­ხა­რებს ის პრო­ცე­სი, რო­დე­საც სპექ­ტაკ­ლის ნახ­ვის შემ­დეგ სხვა­დას­ხვა აზრს ვის­მენთ და ვთვლით, რომ ეს ჯან­სა­ღი პრო­ცე­სია და შე­საძ­ლე­ბე­ლია ამან მეტი სარ­გე­ბე­ლი მო­უ­ტა­ნოს, რო­გორც თე­ატრს ასე­ვე სა­მუ­შაო პრო­ცესს.

სპექ­ტაკ­ლი ეს მა­ყუ­რე­ბელ­თა ერთ სივ­რცე­ში ყოფ­ნის ხე­ლოვ­ნე­ბაა და გარ­კვე­უ­ლი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, ამ სივ­რცე­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი ნა­მუ­შევ­რის მთლი­ა­ნი აღ­ქმა - და არა მი­ქე­ლან­ჯე­ლოს და­ვი­თის მხო­ლოდ სა­ს­ქე­სო ორ­გა­ნოს ჩვე­ნე­ბა და და­ნარ­ჩე­ნის მიჩ­ქმალ­ვა.

ვინც ამ უნი­ჭო პრო­პა­გან­დას აჰ­ყვა, სწო­რედ ეს სა­ს­ქე­სო ორ­გა­ნო და­გა­ნა­ხათ - მთლი­ა­ნი კონ­ტექ­სტი­დან ამოჭ­რი­ლი და მას­ზე ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი. უყუ­რებთ მას და ფიქ­რობთ, რომ სხვა კი­დევ რისი და­ნახ­ვა უნდა გვინ­დო­დეს, ისე­დაც გა­სა­გე­ბია რა სა­ზი­ზღრო­ბაც იქ­ნე­ბაო.

დიახ, თუ ასე გსურთ ამა­ში ვე­რა­ვინ შე­გე­ცი­ლე­ბათ და მსოფ­ლიო შე­დევ­რად მიჩ­ნე­ულს სხვა ალ­ტერ­ნა­ტი­ვა­საც არ და­უ­ტო­ვებთ, რად­გან ეს მისი ორ­გა­ნუ­ლი ნა­წი­ლია და მის გა­რე­შე მის კლო­ნი­რე­ბულ რე­ა­ლო­ბას მი­ი­ღებთ, იმის მსგავსს, რო­მე­ლიც სპორ­ტის სა­სახ­ლეს­თან ფო­თოლ დამ­შვე­ნე­ბუ­ლი დგას.

ფო­თოლ მი­ფა­რულ რე­ა­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი სიმ­შვი­დე, ეს არის დღე­ვან­დე­ლი თუ წარ­სუ­ლი სუ­ლის­კვე­თე­ბით არ­სე­ბუ­ლი სიმ­შვი­დის სიმ­ბო­ლო. არ გა­გო­ნე­ბის, რე­ა­ლო­ბის­თვის თვა­ლის არ გას­წო­რე­ბის.

და აი, ის ქურ­დი, რო­მე­ლიც შე­მო­იჭ­რა სპექ­ტაკ­ლის დროს და მა­ლუ­ლად რო­გორც ქურდმა გა­და­ი­ღო და თქვე­ნი მზე­რა იქ მი­ი­ტა­ნა რა­ზეც ზუს­ტად იცო­და რა რე­აქ­ცი­აც მოჰ­ყვე­ბო­და, პირ­ველ რიგ­ში, თქვენ არ გცემთ პა­ტივს, გე­უბ­ნე­ბათ რომ - მე გაჩ­ვე­ნებ რა არის და­ვი­თის სკულპ­ტუ­რა - სხვა­გან ნურც გა­ი­ხე­და­ვო და გაჩ­ვე­ნებთ იმას რაც თვი­თონ უნდა. ამის უფ­ლე­ბას თქვენ აძ­ლევთ, მეტი არა­ვინ. და ეს სამ­წუ­ხა­როა. თქვენ მსხვერ­პლი ხართ, რო­გორც მი­ქე­ლან­ჯე­ლოს და­ვი­თი, რომ­ლის საჩ­ვე­ნებ­ლად მხო­ლოდ ქურ­დუ­ლად მო­პო­ვე­ბუ­ლი ნა­წი­ლი გა­ი­მე­ტეს თქვენ­თვის".

დოი ნიკა ბატონო,ტექსტზე ისაუბრე,რატომ მარტო სასქესოზე?! შეგაჩვენოთ უფალმა ამ სიბილწის გადმოცემისთვის და დაცინვისთვის
2 საათის უკან
თომა ძღნერი, მომჯმელს ჰგავს.
2 საათის უკან
Gami რას ბჟუტურობს, რას როშავს.. თუ ვინმემ აზრი გამოიტანეთ, იქნებ დაწეროთ. ბლა-ბლა-ბლა..
1 საათის უკან