რადიკალები რომ ამბობენ, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ - ნუ დაიჯერებთ. როგორი დაკვეთაც მოვა თავისი პატრონებისგან, ისე შეასრულებენ, - განაცხადა პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ზარქუამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის შესაძლო მონაწილეობაზე საუბრისას.
„საბოლოო ჯამში რადიკალებისთვისაა ეს ტრაგედიაა - მიიღებენ მონაწილეობას უია, არ მიიღებენ - ვაი“, - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.
საჯაროდ არაერთი უარყოფის მიუხედავად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებისთვის ოპოზიციის ნაწილმა მზადება უკვე დაიწყო - ხაზარაძის „ლელო“ რეგიონებში პარტიულ შეკრებებს სხვადასხვა მიზეზით მართავს.