დავით მათიკაშვილი EPP-ის რეზოლუციაზე: დროა, ყველამ გაუსწოროს სიმართლეს თვალი და არა დემოკრატიის ნგრევაში დაეხმარონ საქართველოში რადიკალურ ოპოზიციას, არამედ მონაწილეობა მიიღონ იმ პროგრესში, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ახორციელებს

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი აფასებს ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციას, რომელშიც ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ პატიმრობაში იმყოფება.

„რამდენჯერ შეიძლება, იყოს გამეორებული ეს სამარცხვინო თეზა, რომელსაც არანაირი შინაარსი და არგუმენტი არ გააჩნია. ადამიანი, რომელმაც საქართველოში სადიზმით გაჯერებული სისტემა შექმნა, რომლის ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც კლავდნენ ახალგაზრდებს პირდაპირ ქუჩაში, აუპატიურებდნენ პატიმრებს ციხეში და ეს ყველაფერი იყო თავის დროზე „დემოკრატიის შუქურად“ მონათლული. დროა, ყველამ გაუსწოროს სიმართლეს თვალი და არა დემოკრატიის ნგრევაში დაეხმარონ საქართველოში რადიკალურ ოპოზიციას, არამედ ქართველ ხალხთან ერთად მონაწილეობა მიიღონ იმ პროგრესში, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ახორციელებს“., - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ევროპის სახალხო პარტია - EPP რეზოლუციაში ასევე, მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ახალი საპარლამენტო არჩევნების თარიღი დანიშნოს.