ეს ხომ ერთი უბედურება იყო, რაც 26 მაისს რუსთაველზე ხდებოდა და მეორე, რომ ამის გადაღების გამო ფოტორეპორტიორებზე დაიწყეს შურისძიება. ეს იყო მოთხოვნა პირდაპირ სააკაშვილის, რომ ეს ადამიანები დაიჭირეთ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა, საგამოძიებო კომისიის სხდომასთან დაკავშირებით, სადაც დღეს ე.წ. ფოტოგრაფების საქმე განიხილეს.
მისი თქმით, დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთხელ კარგად გამოჩნდა „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის ნამდვილი სახე.
„თითქმის უმრავლესობა, ვინც მოდის კომისიაზე ბევრ რამეს ვერ ამბობს და არ ამბობს. იმიტომ, რომ ზოგი ისეთი, რაღაცაა რისი თქმაც ეუხერხულებათ. ზოგი ვერ ამბობს და მერე გვებოდიშებიან ცალკე, რომ იცი რა, ცრემლი მომადგებოდა, ტირილს დავიწყებდი. კაცები, ზრდასრული ადამიანები უცებ ამბობენ, რომ აი, ეს რომ გამეხსენებინა მივხვდი, რომ ცრემლს ვერ შევიკავებდი და არ მინდოდა ასეთი ცრემლიანი თვალებით ვმჯდარიყავი კომისიაზე და ხალხს და საქართველოს დაენახა ჩემი ტირილი. ამდენი წლის მერეც ასეთია ემოცია, რომ ცოცხალია და წინ უცოცხლდება თითოეულ მათგანს. არა მარტო მათ, არამედ უცოცხლდება ყველას, ვინც მათ უსმენს.
რას ვისმენდით დღეს, ეს იყო სრული კატასტროფა. რეჟიმის მართლა სახე, რომ იმის გამო, რომ იმ სისასტიკის გამო, რაც ხდებოდა 26 მაისს, რუსთაველზე, რომელიც გვარი აღარ მახსოვს, გიორგი აბდალაძე ამბობდა, რომ ძალიან ცნობილი, უკრაინელი ჟურნალისტი, ფოტო-რეპორტიორი, რომელსაც მოვლილი აქვს მსოფლიოს ყველა ცხელი წერტილი, რომელიც უშუალოდ იყო იქ, როდესაც სადამ ჰუსეინი დაიჭირეს, ასეთმა გამოცდილმა ჟურნალისტმა ვერ მოახერხე ერთი ფოტოს გადაღება იმდენად შეძრული იყო იმითი, რასაც ხედავდა, იმდენად შემზარავი იყო ის ფაქტები, რაც ის ხდებოდა.
მადლობა მართლა გმირ ჟურნალისტებს, რომლებმაც ეს ფოტოარქივი და ფოტომატიანე შექმნეს და დღეს გავიგეთ, რომ ფოტომატიანის დიდი ნაწილი დაკარგულია და განადგურებულია იმიტომ, რომ ამოიღეს მათი კომპიუტერებიდან, გაანადგურეს. დარჩა ის, რომლის გადაგზავნაც უცხოეთში მოასწრეს.
ეს ხომ ერთი უბედურება იყო, რაც იქ ხდებოდა და მეორე ამის შემდეგ, რომ ამის გამო, ფოტორეპორტიორებზე დაიწყეს შურისძიება. ადამიანებზე, რომლებმაც საქართველოს ისტორიის ეს მატიანე შექმნეს, მათი დასჯა გადაწყვიტეს და გადაწყვიტეს ყველაზე უღირსი ბრალდებით, ყველაზე საზიზღარი ბრალდებით, რაც შეიძლება ადამიანს დააბრალო, რომ ისინი არიან ჯაშუშები და ისინი არიან სამშობლოს მოღალატეები. ეს იყო მოთხოვნა პირდაპირ სააკაშვილის, რომ ეს ადამიანები დაიჭირეთ“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.