სოზარ სუბარი: საქართველოს თავდაცვის ძალების დაფუძნების დღეა, 34-ე წლისთავი და მინდა მათ მივულოცო, თითოეულ ჯარისკაცს, სამშობლოს თითოეულ დამცველს, გენერალს, რომლებსაც თავი აქვთ გადადებული სამშობლოსათვის

სოზარ სუბარი: საქართველოს თავდაცვის ძალების დაფუძნების დღეა, 34-ე წლისთავი და მინდა მათ მივულოცო, თითოეულ ჯარისკაცს, სამშობლოს თითოეულ დამცველს, გენერალს, რომლებსაც თავი აქვთ გადადებული სამშობლოსათვის

საქართველოს თავდაცვის ძალების დაფუძნების დღეა, 34-ე წლისთავი და მინდა მათ მივულოცო, თითოეულ ჯარისკაცს, სამშობლოს თითოეულ დამცველს, გენერალს, რომლებსაც თავი აქვთ გადადებული სამშობლოსათვის და რომლებიც იბრძოდნენ საქართველოსთვის ყველგან, სადაც საჭირო იყო ჩვენი ქვეყნისთვის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა.

მისი თქმით, აფხაზეთში, ცხინვალის რეგიონში, 90-იან წლებში, 2008 წელს ისინი იცავდნენ სამშობლოს მაშინ, როცა ის ადამიანები, ვინც თუნდაც ფოტოგრაფების საქმე შეკერა, აწამა და დააპატიმრა, სამშობლოს გაყიდვით იყვნენ დაკავებული.

„იგივე 90-იან წლებში, როდესაც ჩვენი გმირი ჯარისკაცები იცავდნენ, მოხალისეები იბრძოდნენ აფხაზეთში, მიხეილ სააკაშვილი გამოცდებს აბარებდა კგბ-ს უმაღლეს სკოლაში, კიევში. კგბ-ს უმაღლეს სკოლას რომ დაასრულებ, შესაბამისად მათი აგენტი ხარ ბუნებრივია. ამიტომაც იყო, რომ ასე ადვილად გაყიდეს მათ სამშობლო, ასე ადვილად ჩააბარეს მტერს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი. მისი ინტერვიუ გავიხსენე კომისიის გუშინდელ სხდომაზე, სადაც მან 2011 წელს, ომის დამთავრებიდან სამი წლის შემდეგ, ანუ ცხელ გულზე კი არა, არამედ სამი წლის შემდეგ ჟურნალ The Independent-ს აძლევს ინტერვიუს, სადაც ამბობს, რომ ტერიტორია, რომელიც ჩვენ დავკარგეთ, იმ ტერიტორიას ნულოვანი ფასი აქვს, ეს არის ქვების გროვა, რომელიც ერთადერთი რამისთვის თუ გამოდგება, რომ საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე რუსეთმა მიიტანოს შეტევაო.

გუშინაც ვთქვი, რომ ჰკითხოს ერთი გენო პეტრიაშვილს, ჩვენს გმირ ოლიმპიელს, რომელიც იმ რეგიონიდან არის, მისთვის ეს ქვების გროვაა თუ ეს არის მისი სულის ნაწილი, მისი გულის ნაწილი და თითოეული ჩვენგანისთვის ასეა. კოდორის ხეობაც, აფხაზეთი მთლიანად, შიდა ქართლის ეს გული, სადაც საქართველოს ისტორია იჭედებოდა ყოველთვის, ეს დაკარგა და აჩუქა სააკაშვილმა მტერს მისი მინიმუმ უგუნურობით და დიდი შანსია, რომ არა მხოლოდ უგუნურობით, არამედ, შეგნებული განზრახვებით და ამას გარკვეულწილად მაინც მოჰფენს ნათელს კომისია“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.