ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარია

ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარია

თბილისში, ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარია. არსებული ინფორმაციით, ხანძარი „ბორჯომის ვაგზლის“ ტერიტორიაზე გაჩნდა, სადაც ტანსაცმლის, ხილ-ბოსტნეულის და სხვადასხვა სასაწყობე ფართებია.

როგორც „იმედინიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე სამაშველო ბრიგადები მუშაობენ. არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია.