გიორგი ვოლსკი: ყოფილი პოლკოვნიკი აკრიტიკებს აშშ-ს პოლიტიკას საქართველოს მიმართ. ის, რომ საქართველო ცდილობს დაბალანსებული პოლიტიკა გაატაროს მისასალმებელია და სწორედ ამაზე მიუთითებს ის

გიორგი ვოლსკი: ყოფილი პოლკოვნიკი აკრიტიკებს აშშ-ს პოლიტიკას საქართველოს მიმართ. ის, რომ საქართველო ცდილობს დაბალანსებული პოლიტიკა გაატაროს მისასალმებელია და სწორედ ამაზე მიუთითებს ის

ის, რომ საქართველო ცდილობს დაბალანსებული პოლიტიკა გაატაროს მისასალმებელია და სწორედ ამაზე მიუთითებს ის, საკმაოდ გამოცდილი ადამიანი თავის კომენტარებში, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, ამერიკელი პოლკოვნიკის განცხადებებს, რომელმაც აღნიშნა, რომ „ამერიკის ხელისუფლება საქართველოს მთავრობაზე ზემოქმედებას რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მეშვეობით ახდენს“.

გიორგი ვოლსკის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია ისეთივე კრიტიკული იქნება წინა ადმინისტრაციის პოლიტიკის მიმართ, რომელსაც ის საქართველოსთან მიმართებაში იყენებდა, როგორიც ამერიკელი პოლკოვნიკია.

„ყოფილი პოლკოვნიკი აკრიტიკებს აშშ-ს პოლიტიკას საქართველოს მიმართ. არ შეიძლება წინა ხელისუფლების დაბრუნებას თხოულობდე მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველო ნგრევის გზას გააყოლო. ის, რომ საქართველო ცდილობს დაბალანსებული პოლიტიკა გაატაროს მისასალმებელია და სწორედ ამაზე მიუთითებს ის, საკმაოდ გამოცდილი ადამიანი თავის კომენტარებში. დარწმუნებული ვართ, რომ ახალი ადმინისტრაცია სწორედ ამ კრიტერიუმებით შეაფასებს საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პერსპექტივას“, განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ცნობისთვის, შეერთებული შტატების არმიის თადარიგის პოლკოვნიკის, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლის განცხადებით, ამერიკის ხელისუფლება საქართველოს მთავრობაზე ზემოქმედებას რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მეშვეობით ახდენს. მათ შორისაა IRI, NED და დემოკრატიის დაცვის ფონდი. ის აღიარებს, რომ საქართველოში იყო ხელისუფლების დამხობის მცდელობა, რაც არ გამოუვიდათ.