შს სამინისტროს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ეწვივნენ

შს სამინისტროს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ეწვივნენ

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტს, გაცნობითი ხასიათის ვიზიტით, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) წარმომადგენლები – მარის დომინსი და ვიქტორ ბრანდტი ეწვივნენ. სტუმრებს დეპარტამენტის დირექტორი ზვიად ქაწაშვილი და მისი მოადგილეები – ლევან ბუიღლიშვილი და გიორგი გაზდელიანი შეხვდნენ.

შეხვედრის მსვლელობისას სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს დეპარტამენტის ფუნქციებისა და ამოცანების შესახებ, ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში არსებულ კანონმდებლობასა და ინსტიტუციონალურ მოწყობას გაეცვნენ. ზვიად ქაწაშვილმა მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებზე, სამომავლო განვითარების და თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრა.

შეხვედრის დასასრულს დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა სტუმრებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.