ვლადიმერ პუტინის სახელით ილია მეორეს საიუბილეო თარიღები მიხეილ შვიდკოიმ მიულოცა
"მე მესმის იმ ადამიანების, რომლებიც მაიდანზე დგანან", - ვლადიმერ პუტინმა ამის შესახებ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
"ჩემი აზრით, ეს რევოლუციური სიტუაციაა, რომელიც დამოუკიდებელი უკრაინის პირველივე დღეებიდან ყალიბდებოდა. ჩვეულებრივი უკრაინელი მოქალაქე, ჩვეულებრივი უკრაინელი მამაკაცი იტანჯებოდა ნიკოლოზ II-ის, კრავჩუკის, კუჩმას, იუშენკოს და იანუკოვიჩის დროსაც. მას შემდეგ უკეთესობისკენ არაფერი შეცვლილა. კორუფცია იმ დონემდე მივიდა, რომ ჩვენ აქ, რუსეთში არც კი დაგვესიზმრებოდა. ხალხს, რა თქმა უნდა, ცვლილება უნდოდა. მე მესმის იმ ადამიანების - მაიდანზე. არ მივესალმები ხელისუფლების ცვლილების ასეთ მეთოდს, მაგრამ მე მესმის იმ ადამიანების, რომლებიც ახლაც ითხოვენ არა რაიმე ფასადების რემონტს, არამედ რადიკალურ ცვლილებებს. რატომ ითხოვენ? იმიტომ, რომ მიეჩვივნენ, ერთ თაღლითს მეორე თაღლითით ცვლიან" - აღნიშნა პუტინმა საუბრისას.