ალუდა ღუდუშაური: ტოლობის ნიშანი არის ფაშისტურ რეჟიმსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის. „ნაციონალური მოძრაობა“, ფაქტობრივად, გამოდის როგორც ფაშისტური რეჟიმის პირდაპირი ანალოგი - უნდა გასამართლდეს, დაესვას წერტილი

ალუდა ღუდუშაური: ტოლობის ნიშანი არის ფაშისტურ რეჟიმსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის. „ნაციონალური მოძრაობა“, ფაქტობრივად, გამოდის როგორც ფაშისტური რეჟიმის პირდაპირი ანალოგი - უნდა გასამართლდეს, დაესვას წერტილი

ეს იყო რეჟიმი, რომელიც განგრძობითად, სისტემურად უწყობდა ტერორს ჩვენს მოქალაქეებს, აუბედურებდა ოჯახებს. დიახ, კლავდა ადამიანებს, რაც ჩვენ შეგვიძლია, უკვე გამოკვეთილად ვთქვათ, - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“, ფაქტობრივად, გამოდის როგორც ფაშისტური რეჟიმის პირდაპირი ანალოგი.

„მოქმედებდა სქემა, ამ სქემის სათავეში იყო პირდაპირ პოლიტიკური ვერტიკალი - სააკაშვილიდან დაწყებული მისი ხელის ბიჭებით დამთავრებული. მოვისმინეთ, თუ როგორ იყენებდა სახელმწიფო ინსტიტუციის წარმომადგენლებს პირადი ინტერესებისთვის, რაც აბსოლუტურად გაუგონარია.

ტოლობის ნიშანი არის ფაშისტურ რეჟიმსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის. „ნაციონალური მოძრაობა“, ფაქტობრივად, გამოდის როგორც ფაშისტური რეჟიმის პირდაპირი ანალოგი - როგორი მომავალიც მას ჰქონდა, ასეთივე მომავალი უნდა ჰქონდეს „ნაციონალურ მოძრაობას“. ანუ, უნდა გასამართლდეს, დაესვას წერტილი და უნდა აიკრძალოს“, - განაცხადა ღუდუშაურმა.

მარბიელი ნაცმოძრაობის გასამართლების (გინდა გამათრახების) წინააღმდეგი არავინა, მაგრამ მიდგომა შერჩევითი არ უნდა იყოს!
6 დღის უკან