Reuters: უიტკოფმა ტრამპს განუცხადა, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის ყველაზე სწრაფი გზა იქნება იმ სტრატეგიის მხარდაჭერა, რომელიც „რუსეთს საკუთრების უფლებას მისცემს“ უკრაინის ოთხ რეგიონზე

Reuters: უიტკოფმა ტრამპს განუცხადა, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის ყველაზე სწრაფი გზა იქნება იმ სტრატეგიის მხარდაჭერა, რომელიც „რუსეთს საკუთრების უფლებას მისცემს“ უკრაინის ოთხ რეგიონზე

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა დონალდ ტრამპს განუცხადა, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის ყველაზე სწრაფი გზა იქნება იმ სტრატეგიის მხარდაჭერა, რომელიც „რუსეთს საკუთრების უფლებას მისცემს“ უკრაინის ოთხ რეგიონზე. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, უიტკოფმა ამის შესახებ ტრამპს რუსეთის ლიდერის სპეციალურ წარმომადგენელთან, კირილ დმიტრიევთან ვაშინგტონში აპრილის დასაწყისში გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

უკრაინის საკითხში ტრამპის კიდევ ერთი სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი შეხვედრაზე უიტკოფის იდეის წინააღმდეგ გამოვიდა და განაცხადა, რომ კიევი, მიუხედავად იმისა, რომ მზად არის განიხილოს ამ ტერიტორიებთან დაკავშირებული „გარკვეული პირობები“, არასდროს დათანხმდება მათ რუსეთისთვის გადაცემას.

უიტკოფმა 21 მარტს ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში რუსეთის მიერ კონტროლირებადი რეგიონების სტატუსს კონფლიქტის მთავარი საკითხი უწოდა.