ალუდა ღუდუშაური საგამოძოებო კომისიაზე გიორგი გახარიას დაბარებასთან დაკავშირებით: მან ყველაზე კარგად უწყის თუ რა კითხვები არსებობს მის წინაშე. იმედს ვიტოვებ, რომ მოვა ეს ბატონი და გასცემს ღიად ამ ყველაფერს პასუხს

ალუდა ღუდუშაური საგამოძოებო კომისიაზე გიორგი გახარიას დაბარებასთან დაკავშირებით: მან ყველაზე კარგად უწყის თუ რა კითხვები არსებობს მის წინაშე. იმედს ვიტოვებ, რომ მოვა ეს ბატონი და გასცემს ღიად ამ ყველაფერს პასუხს

მან ყველაზე კარგად უწყის თუ რა კითხვები არსებობს მის წინაშე. იმედს ვიტოვებ, რომ მოვა ეს ბატონი და გასცემს ღიად ამ ყველაფერს პასუხს, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საგამოძიებო კომისიის წევრმა და ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა, საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გიორგი გახარიას დაბარებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, პროცესი არის გამჭვირვალე და საზოგადოება დაინახავს რამდენად დამაჯერებელი და არგუმენტირებული იქნება მისი პასუხები 20 ივნისის აქციის მართვასთან დაკავშირებით.

„მან ყველაზე კარგად უწყის თუ რა კითხვები არსებობს მის წინაშე და ბუნებრივია, ახლა ტელეკამერების წინ ნამდვილად არ ვაპირებ, გასაგები მიზეზებიდან გამომდინარე, ყველა იმ კითხვის ჩამოთვლას, თუ რა კითხვა შეიძლება გვქონდეს მე ან სხვა კომისიის რომელიმე წევრს. ეს არის ღია, გამჭვირვალე, დემოკრატიული პროცესი და საზოგადოება დაინახავს და მე იმედს ვიტოვებ, რომ მოვა ეს ბატონი და გასცემს ღიად ამ ყველაფერს პასუხს. და თუ როგორი იქნება ეს, ასე ვთქვათ პასუხები, რამდენად დამაჯერებელი ან არგუმენტირებული იქნება ან რამდენად იქნება სრულყოფილი ეს პასუხები, საზოგადოებამ შეაფასოს“, - აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა.