დღევანდელი გადმოსახედიდან კიდევ უფრო მარტივია ანალიზი იმისა, თუ როგორ დაულაგეს უცხოელმა პატრონებმა სააკაშვილს 2008 წლის დავალების შესრულების და ომის გაჩაღების შემდეგ გადარჩენის „სპეცოპერაცია“

დღევანდელი გადმოსახედიდან კიდევ უფრო მარტივია ანალიზი იმისა, თუ როგორ დაულაგეს უცხოელმა პატრონებმა სააკაშვილს 2008 წლის დავალების შესრულების და ომის გაჩაღების შემდეგ გადარჩენის „სპეცოპერაცია“

ადამიანთა მცირე ჯგუფში, ვინც წინა, კრიმინალურ ხელისუფლებას ექომაგება, ამ ხელისუფლების ჯერჯერობით თავისუფლებაზე მყოფ „პოლიტიკოსებს“ არ ვგულისხმობთ. ისინი მძიმე დანაშაულთა უშუალო თანამონაწილენი არიან და გასაკვირი არ არის, რომ თავის მართლებას ყველანაირი ბინძური ფორმით ცდილობენ. ამ შემთხვევაში საუბარი გვაქვს სააკაშვილის მაშინდელ ოპოზიციაზე, რომელიც რეალურად, რამდენიმე პატრიოტი ადამიანის გამოკლებით, თავად სააკაშვილის და უცხოელი პატრონების მიერ მართული „ოპოზიციონერები“ იყვნენ და რეჟიმს დემოკრატიული მმართველობის აღსაქმელად, ოპოზიციონერებად ლეღვის ფოთოლივით ეფარებოდნენ,  -  ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ.

მათი განცხადებით, ამ საკითხს ყურადღება მას შემდეგ მიაპყრეს, რაც „სტაჟიანმა აგენტმა“ თინა ხიდაშელმა რამდენიმე დღის წინ განცხადება გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ 2008 წლის 8 აგვისტოს, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ერთად გააკეთა განცხადება და საზოგადოებაც ერიანი იყო. „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ იხსენებს მათი თქმით ასევე „სტაჟიანი აგენტის“, დავით უსუფაშვილის მიერ 2008 წლის ომის შემდეგ გაკეთებულ მსგავსი შინაარსის განცხადებასაც, რასაც შემდეგ გიორგი თარგამაძის ანალოგიური განცხადება მოჰყვა. 

„ჩვენი ყურადღების მიპყრობა ამ საკითხის მიმართ ერთ-ერთი სტაჟიანი აგენტის, თინა ხიდაშელის გუშინწინდელმა განცხადებამ გამოიწვია.
სააკაშვილის რეჟიმის ფსევდოოპოზიციური დაჯგუფების წარმომადგენელმა შემდეგი რამ თქვა: „ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში იყო მომენტები, როდესაც ერთად იდგა, ერთიანი იყო ქართული საზოგადოება. ერთ-ერთი ასეთი ბოლო დღე იყო 2008 წლის 8 აგვისტო, როდესაც ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ერთხმად, ერთად გააკეთა განცხადება.“ ზუსტად ანალოგიური განცხადება აქვს გაკეთებული 2008 წლის ომის შემდეგ მის ქმარს, ასევე სტაჟიან აგენტს, დავით უსუფაშვილს - „ასეთ მძიმე ვითარებაში ჩვენი ვალია რომ ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე და სახელმწიფო ინტერესების დასაცავად ყველა, პოზიცია და ოპოზიცია ვიყოთ ერთად“. სწორედ ამ განცხადების შემდეგ, უსუფაშვილმა საკუთარ თავზე აიღო ეგრეთწოდებული ოპოზიციის „კონსოლიდაცია“ და თითქმის ყველა მაშინდელი პოლიტიკოსი, რომელიც თავს რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლად წარმოაჩენდა, ომის გამჩაღებელი რეჟიმის გარშემო გაერთიანდა.
უსუფაშვილის შემდეგ ანალოგიური განცხადება გააკეთა მაშინდელმა ფსევდოოპოზიციონერმა, გიორგი თარგამაძემ. პარლამენტის ტრიბუნიდან მან რეჟიმს მხარდაჭერა გამოუცხადა და მის კოლეგებს, დანარჩენ ფსევდოოპოზიციონერებს მოუწოდა, რომ იდგა ერთიანობის დრო. სხვათა შორის, ეს ის თარგამაძეა, რომელმაც ომიდან რამდენიმე თვეში, „ოპოზიციონერის“ მანტიაში გახვეულმა მოღალატეობრივ რეზოლუციას მხარი დაუჭირა, საერთაშორისო დოკუმენტებში სააკაშვილის რეჟიმის მხრიდან ომის დაწყება დაადასტურა, დოკუმენტს ხელი მოაწერა და ქართველი ჯარისკაცები სამხედრო დანაშაულის გასამართლებისთვის გაწირა. საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ არა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ძალისხმევა, რომ არა მუხლჩაუხრელი შრომა სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში, პროცესები შესაძლოა ქართველი ჯარისკაცებისთვის უმძიმესი სცენარით განვითარებულიყო.“ - აღნიშნავს „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, დღევანდელი გადმოსახედიდან, კიდევ უფრო მარტივია იმაზე მსჯელობა, თუ როგორ დაგეგმეს მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის „სპეცოპერაცია“ უცხოელმა პატრონებმა 2008 წელს შესრულებული დავალების შემდეგ და როგორ გამოიყვანეს მათ მიერვე მართული ფსევდოოპოზიცია „ნაციონალური მოძრაობის“ ყალბი ოპონირების რეჟიმიდან.

„დღევანდელი გადმოსახედიდან კიდევ უფრო მარტივია მსჯელობა და ანალიზი იმისა, თუ როგორ დაულაგეს უცხოელმა პატრონებმა სააკაშვილს 2008 წლის დავალების შესრულების და ომის გაჩაღების შემდეგ გადარჩენის „სპეცოპერაცია“. მათ გასცეს დავალება და მათ მიერვე მართული ფსევდოოპოზიცია სრულად გამოიყვანეს იმჟამინდელი ხელისუფლების ყალბი ოპონირების რეჟიმისგან. ეს მისია კი საკუთარ თავზე სწორედ დავით უსუფაშვილმა აიღო. სწორედ მისი უშუალო ხელმძღვანელობით, გარედან მიღებული დავალების შესაბამისად შექმნეს ილუზია და განცდა, რომ იმ მომენტში კრიტიკული აზრის გამოხატვა, რეჟიმის მისამართით კითხვების დასმა და ომის თემაზე მათთვის არასასურველ კონტექსტში საუბარი მორალური დანაშაული იყო. სადაო არ არის, რომ უშუალოდ საომარი მოქმედებების დღეებში პოლიტიკოსის მხრიდან ომში მყოფი ხელისუფლების კრიტიკა არ იქნებოდა სწორი, ვისი დაწყებულიც უნდა ყოფილიყო შეიარაღებული დაპირისპირება, მაგრამ საინტერესოა, ომიდან 4 და 5 თვის შემდეგ რატომ გააგრძელეს იგივე რიტორიკა უსუფაშვილმა, ხიდაშელმა, თარგამაძემ და მათ გვერდით მყოფმა პოლიტიკოსებმა? ვის ან რის გარშემო იყვნენ გაერთიანებულები? პასუხი მარტივია - მაშინდელ ხელისუფლებასაც და ოპოზიციის დიდ ნაწილსაც ერთი პატრონი ჰყავდათ, დავალებებს ქვეყნის გარედან იღებდნენ და იმ მომენტში, როდესაც აგენტი პრეზიდენტი იყო გადასარჩენი, ყალბი კონსოლიდაციის დავალება მიიღეს და ეს დავალება პირნათლად შეასრულეს. გაერთიანდნენ იმიტომ, რომ თავად იყვნენ მონაწილე იმ დავალების აღსრულების, რასაც საკუთარ ქვეყანაში, საკუთარ ტერიტორიაზე ომის გაჩაღება და საქართველოს ისტორიული მიწების ოკუპაცია მოჰყვა შედეგად. ფსევდოოპოზიციონერებმა სწორედ ყალბი ერთიანობით სცადეს როგორმე გაემართლებინათ მათ მიერ შესრულებული უმძიმესი დავალება, რომელიც ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინაშე ღალატის ტოლფასია.“ -  აღნიშნულია განცხადებაში.